Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
კონსტანტინე წერეთელი![]()
Biographyჰიდრომშენებელი კონსტანტინე ევგენის ძე წერეთელი დაიბადა 1909 წლის 25 დეკემბერს, სოფელ პერევისაში (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). ვ. ლენინის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თურქმენეთის სსრ-ში: 1929-1936 წლებში ყარაყუმის უდაბნოს მიმოკვლევის კომპლექსური რაზმის უფროსად, 1936- 1945 წლებში კი ამავე უდაბნოს გაწყლოვანებისა და ათვისების კომპლექსის პარტიის ხელმძღვანელად; 1945-1953 წლებში - "კარაკუმსელვოდსტროის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1953-1973 წლებში ვ. ლენინის სახელობის ყარაყუმის არხის მშენებლობისა და ტრესტ "კარაკუმჰიდროსტროის" მთავარ ინჟინრად; ქართველ ინჟინერს დიდი ღვაწლი მიუძღვის ყარაყუმის ყამირი მიწების ათვისებაში. მის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, ასევე, ადგილობრივ მკვიდრთაგან ჩინებული კადრების მომზადება. გარდაიცვალა 1973 წლის 3 იანვარს. დაკრძალულია თბილისში. კონსტანტინე წერეთელს თურქმენეთში ძალიან აფასებდნენ. 1965 წელს მას მიენიჭა თურქმენეთის სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება; 1962 წელს გახდა ლენინური პრემიის ლაურეატი ყარაყუმის არხის მშენებლობისთვის; ორგზის იყო დაჯილდოებული შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით. წყარო: 1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308 2. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 303-304 3. ნადიბაიძე, ი. კონსტანტინე წერეთელი [ჰიდრომექანიზაციის მთავარი ინჟინერი] აშენებს ყარა-ყუმის არხს [თურქმენეთში] //გაზ. თბილისი. - თბილისი, 1960. - 5 ივლისი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |