The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჩუბინიძე ეკატერინე

ჩუბინიძე ეკატერინე
Date of birth:198?
Category:Dancer

Biography

ეკატერინე ჩუბინიძემ ცეკვა 6 წლის ასაკში დაიწყო საქართველოს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, შემდეგ კი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სკოლა დაამთავრა. 2004 წელს შეუერთდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტს, ხოლო 2009 წელს - თურქეთის სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრს.

ეკა ჩუბინიძის რეპერტუარში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტში ცეკვის პერიოდში, შედიოდა სერ ფრედერიკ ეშტონის „დაბადების დღე“, ჯორჯ ბალანჩინის „სერენადა“, „ჩაკონა“, „მოცარტიანა“, „აპოლონი“, „დონიცეტის ვარიაციები“ და „ვესტერნ სიმფონია“, ავგუსტ ბურნონვილის „ყვავილების ფესტივალი“ და „კონსერვატორია“, ალექსეი ფადეიჩევის „დონ კიხოტი“, ირჟი კილიანის „საფეხურები“, ნუგზარ მაღალაშვილის „ლაურენსია“, მარიუს პეტიპას „გედების ტბა“ და „ჟიზელი“ და ა. შ., ხოლო, სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე - ნუგზარ მაღალაშვილის მიერ დადგმული „1001 ღამე“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „პაჰიტა“…;

2010 წელს ეკატერინე ჩუბინიძე ჩაირიცხა ბოსტონის (აშშ) ბალეტის დასში. ამავე თეატრის წამყვანი მოცეკვავეა მისი მეუღლე ლაშა ხოზაშვილი. ისინი 2006 წელს დაქორწინდნენ, 2017 წელს კი შეეძინათ ვაჟი, ნიკოლოზი;

ბოსტონის თეატრში ეკა ჩუბინიძის რეპერტუარშია: ფრედერიკ ეშტონის „კონკია“, ჯორჯ ბალანჩინის „სერენადა“, სიმფონია სამ ნაწილად“, „სიმფონია დო მაჟორი“ „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „კოპელია“, ხოსე მარტინესის „რეზონანსი“, რუდოლფ ნურიევის ‘ბაიადერა“, „მძინარე მზეთუნახავი“ და „სილფიდა“, მიკო ნისინენის „მაკნატუნა“ და „გედების ტბა“…;

წყარო:

https://www.bostonballet.org/company/ekaterine-chubinidze/


Share: