The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ სეფიაშვილი

ოთარ სეფიაშვილი
Date of birth:25 October, 1930
Date of death:15 November, 2014  (at 84 years)
Category:Journalist, Screenwriter

Biography

ოთარ ისაკის ძე სეფიაშვილი დაიბადა 1930 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1953 წლიდან გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული რეცენზია, მიმოხილვა და ნარკვევი დოკუმენტური კინოს თეორიისა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის პრობლემებზე. იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორის მოადგილე, 1969-1993 წლებში - საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი.

ოთარ სეფიაშვილი არის რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: „დავით გამრეკელი“ (გ. კერესილაძე, 1973), „მიხეილ ჭიაურელი“ (რ. გამცემლიძე, 1974), „ივანე ჯავახიშვილი“ (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1975), „ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (გ. ჭუბაბრია, 1989).

1977 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1970-1990 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო პროგრამა „ილუზიონი“. 

"ილუ­ზი­ო­ნი" მა­ყუ­რე­ბელს მსოფ­ლიო კი­ნოკ­ლა­სი­კას სთა­ვა­ზობ­და. მარ­თა­ლია, ფილ­მე­ბი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა­გა­მოვ­ლი­ლი იყო, მაგ­რამ ისე­თი რე­ჟი­სო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გახ­ლდათ, რო­მელ­თა ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელს მა­შინ იშ­ვი­ა­თად ჰქონ­და.

"ილუზიონი" პირველად ეთერში 1981 წლის 1-ელ იანვარს გავიდა. განსხვავებულ გადაცემას სკანდალები გამუდმებით თან სდევდა. როგორც ოთარ სეფიაშვილი იხსენებდა, გადაცემის დახურვა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური ტელევიზია საპროტესტო წერილებმა ლამის წალეკა, „ილუზიონის“ დახურვაზე უარი თქვეს.

1990-იან წლებ­ში იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რამ აი­რია, გა­და­ცე­მაც შე­წყდა. ოთარ სე­ფი­აშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, ბევ­რი ებ­რა­ე­ლის მსგავ­სად, და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს, ის­რა­ელს და­უბ­რუნ­და. 1997 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში. აშშ-ში ყვე­ლა ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მას­თან არა მხო­ლოდ ებ­რა­ე­ლე­ბი, არა­მედ სხვა­დას­ხვა ერის შვი­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, მის­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ პა­სუხს ელო­დე­ბოდ­ნენ.

ერთ დროს საქართველოში ყველაზე რეიტინგული გადაცემისა და 12 წიგნის ავტორმა ამერიკაში ქართულ და რუსულენოვან პრესასთან დაიწყო თანამშრომლობა, დაწერა ხუთასგვერდიანი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ჩემი ცხოვრების წიგნი“ და ასევე წიგნი მიუძღვნა ქართველ-ებრაელ მხატვარ შალომ კობოშვილს.

ოთარ სეფიაშვილმა ამერიკაშიც გააგრძელა „ილუზიონი“. მან და ჟურნალ „მამულის“ რედაქტორმა მანუჩარ კაჭახიძემ გადაწყვიტეს ეს გადაცემა ახლებურად აღედგინათ და ტექსტი მიეწოდებინათ არა მაყურებლისთვის, არამედ მკითხველისთვის. ასე რომ,  "ილუზიონის“ სიცოცხლე გახანგრძლივდა და "მამულის" ყველა ნომერში იბეჭდებოდა.

2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოთარ სეფიაშვილი ამერიკაში ინახულა და  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ოთარ სეფიაშვილი გარდაიცვალა 2014 წლის 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში.

მისი შვილი, ალექსანდრე სეფიაშვილი, პროფესიით ექიმია. მეუღლე ქართველი ჰყავს. მათი ვაჟი, ოთარიკო, ფიზიკო-მათემატიკოსია, ხოლო ქალიშვილი, თამუნა, ბაბუის კვალს გაჰყვა და ამერიკის ერთ-ერთ ინტელექტუალურ შოუში მუშაობს ჟურნალისტად.

წყარო:

1. ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161-162

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_სეფიაშვილი

3. https://sputnik-georgia.com/20180606/otar-sefiashvili-240767358.html

4.https://kvirispalitra.ge/article/28097-qmamas-dzalian-enatreboda-saqarthvelosq-othar-sefiashvili-da-kinos-jadosnur-samyaroshi-sheghebuli-kari/ 

 


Share: