The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეკატერინე ჩუბინიძე

ეკატერინე ჩუბინიძე
Date of birth:197?
Category:Musician

Biography

ეკატერინე ჩუბინიძე გახლავთ ორფის-მუსიკის პედაგოგი, მუსიკის თერაპევტი. 2015 წლიდან დღემდე ის არის ქ. ზალცბურგის კარლ ორფის ინსტიტუტისა და მოცარტეუმის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ორგანიზაცია „ჯეორფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

თბილისის ცენტრალური მუსიკალური გიმნაზიის "ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ ეკატერინემ სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე, რ. თავაძის კლასში (მაგისტრი).

2003 წლიდან სწავლობდა და კვალიფიკაციას იმაღლებდა: ქ. ზალცბურგში კ. ორფის მუსიკისა და ცეკვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გერმანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გერმანელი კომპოზიტორი კარლ ორფის მეთოდი ,,მუსიკის თამაშით სწავლება", საუკეთესოდ მუშაობს ყველა ასაკის ბავშვებსა და ასევე ჩვილებთანაც, ვინაიდან ამ მეთოდიით მუსიკის სწავლება გულისხმობს მუსიკის ფონზე მოზარდის მუსიკალური სმენის, მახსოვრობის და რითმის განვითარებას.

კარლ ორფის მუსიკალური განათლების სისტემა ემყარება ინდივიდუალური მუსიკალური კულტურის აღზრდას და დღეს წარმატებით გამოიყენება მოზრდილებშიც.

ეკატერინე ჩუბინიძე თანამშრომლობდა : UNICEF,WORLD VISION GEORGIA, TERRES DES HOMMES, UNESCO, YMCA, stART  INTERNATIONAL და ა.შ., რაც გულისხმობდა მუსიკის თერაპიის მიმართულებით მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, საქართველოში მცხოვრებ უმცირესობის წარმომადგენელ თემებთან, ასევე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ბანაკებში და ბუფერულ ზონებში.

მუსიკის თერაპევტი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში და მათ განხორციელებაში. მუშაობს პედაგოგებთან და, როგორც ტიპიური განვითარების, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან .

წყარო:

https://ilc-georgia.org/dt_team/ekaterine-chubinidze/


Share: