The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მირიან ხუხუნაიშვილი

მირიან ხუხუნაიშვილი
Date of birth:1990  (34 years)
Category:Musician

Biography

მირიან ხუხუნაიშვილი დაიბადა 1990 წელს, თბილისში. მშობლები არქიტექტორები იყვნენ. ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ ჰყავდა, თუმცა მამა მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა „რუსთავი“ და „ერისიონი“. მირიანიც 5 წლის ასაკში მიიყვანეს ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეში“, სადაც რვა წელი სოლისტი იყო. ასე რომ ქართულ ხალხურ სიმღერას და სასულიერო მუსიკას პატარაობიდან სწავლობდა. პარალელურად ფორტეპიანოზე დაკვრასაც ეუფლებოდა.

11 წლის იყო მირიან ხუხუნაიშვილი, როდესაც „მართვემ“ შვეიცარიაში ჩაწერა და ათ ქალაქში შეასრულა ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები ანსამბლ “რუსთავთან” და შვეიცარიის სამხედრო ორკესტრთან ერთად. ეს იყო მისი პირველი შეხება პროფესიულ მუსიკასთან. შვეიცარიელი დირიჟორის, ანდრეას შპორის ენთუზიაზმი და ქარიზმა იმდენად გადამდები იყო, რომ როცა მირიანი მარტო რჩებოდა, ცდილობდა მაესტროს ჟესტიკულაციების გამეორებას.

დირიჟორის პროფესიით დაინტერესება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე თბილისის კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლის მოსწავლე იყო და საგუნდო დირიჟორობას სწავლობდა, ჯერ პროფესორ მენული თოფურიას კლასში, ხოლო მალევე, მისი გარდაცვალების შემდეგ, პროფესორ ლიანა ჭონიშვილთან. ქალბატონი ლიანა იყო მისი პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც. სწავლის პერიოდში ის რამდენჯერმე გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მირიან ხუხუნაიშვილმა მოიპოვა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა-ელისაბედ რულოვსის მიერ დაარსებული, მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდია და სწავლა განაგრძო პოლონეთში, კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში, პროფესორ სტანისლავ კრავჩინსკის კლასში. 2014 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარიხი სიმფონიურ დირიჟორობაში. 2020 წელს, იმავე აკადემიაში მიენიჭა ხელოვნების დოქტორის აკადემიური წოდება.

2012 წლიდან მირიან ხუხუნაიშვილი აქტიურად დირიჟორობს სხვადასხვა კოლექტივს. მას უმუშავია ისეთ კოლექტივებთან, როგორიცაა: როიალ კონცერტგებაუ ორკესტრი, ბერლინის კონცერტჰაუსის ორკესტრი, ციურიხის ტონჰალეს ორკესტრი, დანიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ისლანდიის სიმფონიური ორკესტრი, საფრანგეთის რადიოს ორკესტრი, კორეის სიმფონიური ორკესტრი, პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრი, ჩრდ. მაკედონიის სიმფონიური ორკესტრი, რეიკიავიკის კამერული ორკესტრი და სხვა. ამავე დროს, აქტიურად თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ ორკესტრთან. 

2016-2017 წლებში მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის მთავარ დირიჟორად.

2019 წელს, კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძესთან ერთად დააარსა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ამჟამად მისი მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

2012 წელს ახალგაზრდა დირიჟორი დაქორწინდა. მისი მეუღლე ქეთი ფრანგულაიშვილი პროფესიით მარკეტოლოგია.

2021 წლიდან მირიან ხუხუნაიშვილი ცხოვრობს ისლანდიაში, სადაც ასწავლის დირიჟორობას და ხელმძღვანელობს ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტის გუნდს.

2022 წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მირიანის შემოქმედებისთვის. მან უდირიჟორა ისეთ ორკესტრებს, რომელთა ცოცხლად მოსმენა, მანამდე დიდ ნადტვრად ჰქონდა - ჯერ ამსტერდამის როიალ კონცერტგებაუ ორკესტრთან იმუშავა მაესტრო ფაბიო ლუისის მასტერკლასზე, შემდეგ ბერლინის კონცერტჰაუსის ოსრკესტრთან მაესტრო ქრისტოფ ეშენბახის პირადი მოწვევით და ბოლოს, ციურიხის ტონჰალეს ორკესტრთან, მაესტრო პაავო იარვის მენტორტობიღ. გარდა ამისა, ჰქონდა არერთო სდებიუტო კონცერტი ევროპულ ორკესტრებთან. 

თანამედროვეობის გამორჩეული დირიჟორის, პაავო იარვის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ციურიხში, ტონჰალეს დარბაზში, სადირიჟორო აკადემია ეწყობა. აკადემიის ორგანიზატორი ციურიხის ტონჰალეს ორკესტრია.

ყოველწლიურად აკადემია 6 დირიჟორს ირჩევს, რომელთაც საშუალება ეძლევათ, 4 დღის განმავლობაში ტონჰალეს ორკესტრთან იმუშაონ. რეპეტიციები მაესტრო იარვის მენტორობით ტარდება და ონლაინ პლატფორმებზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

წესების თანახმად, კონცერტის შემდეგ ხმის მიცემის პროცესი იწყება, რომლითაც აუდიტორიის რჩეული ვლინდება. პარალელურად კი მაესტრო პაავო იარვი თავის რჩეულს ასახელებს. 

მირიან ხუხუნაიშვილი სადირიჟორო აკადემიის 2022-23 წლის გამარჯვებულია.

წელს ორივე ჯილდო ქართველ დირიჟორს ერგო. აკადემიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორივე პრიზი ერთმა მონაწილემ დაიმსახურა. 

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/mirian-khukhunaishvili-dirizhori-islandia/

2. https://www.facebook.com/MirianKhukhunaishviliOfficial/

3. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268445548

4. https://billboard.com.ge/2022/11/22/mirian-xuxunaisvili-sadirijoro-adakemiis-gamarjvebulia/


Share: