Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თემურ კობახიძე![]()
Biographyთემურ კობახიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974-1976 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, მთარგმნელი; 1976-1983 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1991 წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1992-2005 წწ. - ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი; 1995-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, მეცნიერხელმძღვანელი; 2001-2006 წწ. - ამავე უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; 2004-2006 წწ. - საზღვარგარეთის ლიტერტურის ისტორიის კათედრის გამგე; 2006-2009 წწ. - თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი", ანგლისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2011 წწ. - CATS Canterbury College, Tutor, კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი (დისტანციური სწავლება), ლექტორი; 2009-2013 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული სრული პროფესორი; 2009-2014 წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ევროპეისტიკის და ამერიკანისტიკის პროფესორი; 2011-2014 წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის პროფესორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996). სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ძირითად სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული თეზისები) და საჯარო ლექციები: “დროისა და სივრცის აგებულება უილიამ ფოლკნერისმოთხრობაში „ვარდი ემილისათვის“. ობამას ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია, მაინცის უნივერსიტეტი, მაინცი, გერმანია 2017; “უცნაური თანდასწრება: ტომას ელიოტი ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტაში“”. The International Association of University Professors of English. Conference. London, 2016; “დროის მუსიკალიზაცია ტომას ელიოტის „ოთხ კვარტეტში”. ტომას ელიოტის და ეზრა პაუნდის საზოგადოებების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია. რაპალო, იტალია, 2016; „დრო და სივრცე ელიოტის ლექსში „ბერბანკი ბედეკერით: ბლაისტაინი სიგარით“. საერთაშორისო კონფერენცია “Time and Place in T. S. Eliot and His Contemporaries”, ფლორენცია, იტალია, 2015; “დრო და მარადისობა ტომას ელიოტის გვიანდელ პოეზიაში”. საერთაშორისო კონფერენცია “Literature and Cross-Cultural Routes”. კომოტონი, საბეძნეთი, 2014; “საკრალური დროის ძიება ტომას ელიოტის „მოგვთა მგზავრობაში“. The International Association of University Professors of English. Conference. ცინხუას უნივერსიტეტი, პეკინი, 2013; “გაზიარებული მითოლოგია: ელიოტის მინიშნებები ნაბოკოვის „ლოლიტასა“ და „ფერმკლთალ ალში“ BASEES/ICCEES European Congress, Fizwilliam College, University of Cambridge, 2013; “წმინდანთა შორის მას იხილავენ“: მისტიკური კრავის თაყვანისცემა ტ. ს. ელიოტის „ჰიპოპოტამში“. საერთაშორისო სიმპოზიუმი მოდერნისტულ ლიტერატურაში. ფლორენცია, იტალია, 2012 და სხვ.; სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში მონაწილეობა: 2013 – 2014: ლონდონის უნივერსიტეტის ინგლისურ კვლევათა ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერი (ფელოუ). ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. 2013 – ღია საზოგადოება - საქართველოს (ჯორჯ სოროსის) ფონდის გრანტი სამეცნიერო საქმიანობის წარმართვისათვის; 2002 წლიდან - კოლეჯის მუდმივი წევრი, ქლერ ჰოლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი; 2001 – 2002: ფელოუ, კლერ ჰოლის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი; 2000 – ფელოუ, ზალცბურგის სემინარი, ზალცბურგი, ავსტრია; 1999 – 2005: ხელმძღვანელი, ევროკავშირის ტასის ტემპუსისა და ბრუნელის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი საგრანტო პროექტი “Cambridge Connection Centre”; 1994 - 1995: ფულბრაიტის პროგრამით მოწვეული მკვლევარი, სან ჰოსეს უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ.; სამეცნიერო საზოგადოებების და ფონდების წევრი: ინგლისური ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია (IAUPE), ბერნი, შვეიცარია; კემბრიჯის უნივერსიტეტის ალუმნუსთა ასოციაცია (Cambridge Alumni). საერთაშორისო ექსპერტი, რომულადო დელ ბიანკოს სახელობის ფონდი, ფლორენცია, იტალია; ტომას ელიოტის სერაშორისო საზოგადოება, სენტ-ლუისი, მისური, აშშ; ბრიტანეთის ელიოტის საზოგადოება; ჯეიმზ ჯოისის საქართველოს ასოციაცია; საქართველოს ამერიკისმცოდნეობის ასოციაცია; ჟურნ. Homo Loquens, რედკოლეგია; საქართველოს გოეთეს საზოგადოება; International Journal of American Studies, რედკოლეგია; მუდმივი წევრი - კლერ ჰოლის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; ვიცე-პრეზიდენტი და წევრი - საქართველოს მულტილინგვალური ასოციაცია (FIPLV საქართველოს ფილიალი); გარდაიცვალა 2022 წლის 21 აპრილს. წყარო: 1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge 2. https://old.tsu.ge/data/image_db_innova/TemurKobakhidzeCV.pdf
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |