The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბაიარ შაჰინი

ბაიარ შაჰინი
Legal name:გუნდარიძე
Date of birth:1965  (59 years)
Category:Singer

Biography

ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია. იგი დაიბადა 1965 წელს თურქეთში, ართვინის ვილაიეთის სოფელ ჯამილიში (მაჭახელი). 13 წლის ასაკში სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე მამა გარდაეცვალა და გერმანიაში წავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა დაიწყო სტამბულის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ბაიარ შაჰინი ძალზე პოპულარულია, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი ალბომები თურქული, ლაზური და ქართული სიმღერებით არის გაჯერებული. ბაიარ შაჰინი საგანგებოდ დადის თურქეთის ქართულ სოფლებში და რუდუნებით აგროვებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს. მას სურს ეს სიმღერები გააცნოს თურქეთს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს. 

2002 წელს ბაიარ შაჰინმა დააარსა მუსიკალური ჯგუფი „მშვიდობის მეგობრები“. თურქეთში მომღერალს ჩაწერილი აქვს სამი ალბომი“ „მიწვევა ხორუმზე“, „ქარს“ და „ბანი“. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი საქართველოში. სტუდია "თბილისმა"  გამოსცა ალბომი "ჯიველოი", რომელშიც შევიდა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორებიცაა "ჯიველოი", "განდაგანა", "ელია გოგო - სამშალახო" და სხვა.

ბაიარი საკუთარ რეპერტუარში იყენებს ისეთ საკრავებს, როგორებიცაა - ფანდური, ჩონგური,დუდუკი, გარმონი, სალამური, დოლი, დარჩელო, ქამანჩა, გუდასტვირი, გიტარა და ა. შ. მისი შემოქმედება კავკასიურ ანატოლიურ კულტურათა სინთეზია.

ბაიარ შაჰინის მეუღლეა მიჰრიე შაჰინ კორტანიძე. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ტყუპები - დამლა და იუდუმი, და  უმცროსი - თამარა. სამივემ კონსერვატორია დაამთავრა. ქართული სიმღერები მათ მამამ შეასწავლა. 

დღეს სამი დის - თა­მა­რა, იუ­დუმ და დამ­ლა შა­ჰი­ნე­ბის მუ­სი­კა­ლურ შე­მოქ­მე­დე­ბას ფარ­თო აუ­დი­ტო­რია ტრი­ოს სა­ხით იცნობს, სა­ხელ­წო­დე­ბით SAMIDA (სამი და). მათ შე­მოქ­მე­დე­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს თურ­ქუ­ლი ტე­ლე­მე­დი­აც.

2006 წელს თბილისში შედგა ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) შემოქმედებითი მოღვაწეობის 20 წლისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც მომღერალსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადაეცა.

წყარო:

1. ბაიარ შაჰინი // „ჩვენებურები", მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, 2007 წ., 19-30 დეკემბერი. თბილისი, 2007  

2. https://www.mshoblebi.ge/article/13402-vin-arian-baiar-shahinis-ulamazesi-kalishvilebi-da-apireben-tu-ara-sakartveloshi-gatxovebas 


Share: