The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანული კობალაძე

ნანული კობალაძე
Other name:ნანა  (Acronym)
Date of birth:3 January, 1954  (70 years)
Category:Composer

Biography

კომპოზიტორი და პიანისტი ნანული (ნანა) კობალაძე დაიბადა 1954 წლის 3 იანვარს, რუსთავში. მამა მეტალურგი იყო, დედა - სტომატოლოგი.

ნანული სამი თვის იყო, როცა მისი მშობლები ტრაგიკულად დაიღუპნენ. გაზარდა ბებიამ, რომელიც მუსიკაზე გიჟდებოდა და ოცნებობდა შვილიშვილი მუსიკოსი გამხდარიყო. ბებიის ინიციატივით ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით, 1971 წელს კი მესამე სამუსიკო სასწავლებელი. პედაგ.: ი. ა. ფიდელმან-რაზამატი (ფ-ნო).

ნანული კობალაძემ თბილისის სახელმწიფო კონსრვატორიის ორი ფაკულტეტი დაამთავრა: 1976 წელს - საფორტეპიანო ფაკულტეტი, პედაგ.: პროფ. გ. მაჭუტაძე, ბ. ნამგალაძე (ფ-ნო), 1992 წელს - საკომპოზიტორო განყოფილება, პედაგ.: ო. თაქთაქიშვილი, ა. შავერზაშვილი. 
მუშაობა 1972 წელს დაიწყო მუსიკის პედაგოგად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში; 1976-1977 წწ. - თბილისის №155 საშუალო სკოლის მუსიკალური განყოფილების დირექტორი; ს. ცინცაძის სახ. თბ. მუს. სკ. პედაგოგ-კონცერტმაისტერი;

1980 წ. - საქ. ფილარმონიის სოლისტ-კონცერტმაისტერი;

1980-1994 წწ.  - საქმუსინფორმის (IAMIC) რედაქტორი;

2002 წელს დააარსა თოჯინების მუსიკალური თეატრი;

2004-2008 წწ. - მონღოლეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპეტიტორ-კონცერტმაისტერი;

ნანა კობალაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და კულტურის სამინისტროს კონკურსში, ნომინაცია "ვირტუოზული საფ-ნო პიესა" (III პრემია).

მუსიკოსის ნაწარმოებები შესულია კრებულში - "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12" (თანდართული CD თბ., 2014). 

ნანა კობალაძეს ეკუთვნის: სიმფ. სურათი "ნოსტალგია" (პირვ. შესრ. 1997. დირიჟ. რ. ტაკიძე); 

კამერ. ინსტრ.: 2 სიუიტა სიმებიანებისთვის: "ინვენციები" (პირვ. შესრ. 2009), "თბილისის ჩანახატები" (პირვ. შესრ. 2003); სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (3 ნაწ., 2011), ტოკატა "მარულა" ფორტეპიანოსთვის, სონატა ვიოლინოსათვის (2 ნაწ.). პოემა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის; სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის (2 ნაწ.), საფორტეპიანო პოემა "აგვისტო 2008", "პასაკალია ბიბლიურ თემაზე" (ფ-ნო), საფორტეპიანო პიესები: I კრ. (14 პიესა. 1910-14), II კრ. (6 პიესა. 2005), ანსამბლები ფ-ნოსთვის (2015-16). 

კამერ. ვოკ.: ციკლები შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (პირვ. შესრ. 1986. შემსრ. მ. ეგაძე), ა. კალანდაძის ლექსებზე (პირვ. შესრ. 2010. შემსრ. ა. ჩიხრაძე), აბზიანიძის ლექსებზე (2010); საგუნდო ნაწარმოებები. 
2004 წელს ნანა კობალაძე ცოლად გაყვა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი ელჩს ირჟი ნეკვასილს და საცხოვრებლად ჩეხეთში გადავიდა.  

საქართველოში დიპლომატიური ვადის გასვლის შემდეგ ირჟი მონღოლეთში გადაიყვანეს, იქაც პირველ ელჩად. ნანული მეუღლეს თან გაჰყვა და მონღოლეთის ოპერის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა პედაგოგად. საჭირო იყო გუნდის წევრების სოლისტებად მომზადება. გარდა ამისა, ის ოპერის თეატრის სცენაზეც გამოვიდა როგორც მომღერალი და საკუთარი სიმღერები შეასრულა. მუსიკოსის საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა იმდენად წარმატებული იყო, რომ მას მონღოლეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.

მონღოლეთის შემდეგ ცოლ-ქმარი ჩეხეთში დაბრუნდა. ირჟი ნეკვასილმა, რომელიც პროფესიით სამხედროა და უმაღლესი რანგის გენერლის წოდება აქვს, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ნანა კობალაძემ კი განაგრძო აქტიური მუსიკალური ცხოვრება.

წყარო:

1. https://www.composersunion.ge/kobaladze-nana.html 

2. http://gza.kvirispalitra.ge/saxe/10453-kartveli-kompozitori-kalbatonisa-da-chexi-generlis-siqvarulis-simbolo/

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.


Share: