The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბესო უზნაძე

ბესო უზნაძე
Date of birth:1968  (56 years)
Category:Journalist, Photographer

Biography

ბესო უზნაძე დაიბადა 1968 წელს, საქართველოში. გაიზარდა ძველ თბილისში. ოჯახში ხელოვანი არავინ ჰყავდა. ჩააბარა კიბერნეტიკის - გამოყენებითი მათემატიკის  ფაკულტეტზე, პარალელურად, უნივერსიტეტის სახალხო თეატრში მსახიობობამ გაიტაცა და ამას ფაკულტეტის შეცვლაც მოჰყვა. საინჟინრო ეკონომიკაზე გადავიდა, რადგან მსახიობობა თუ გინდა, კიბერნეტიკაზე არაფერი გესაქმებაო, უთხრეს.

ფოტოგრაფია კი, სრულიად შემთხვევით შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ მაშინ, ეს დარგი ხელოვნებადაც რომ არ მიიჩნეოდა, მეგობრის, გუგა კოტეტიშვილის რჩევით, შემდეგ კი დაჟინებით, დათო ცხადაძის ფოტოსკოლაში მივიდა.

ხელოვანმა დაამთავრა თბილისის დოკუმენტური ფოტოგრაფიის სკოლა „სეპია“ (1998 -2000), შემდეგ კი განათლება მიიღო ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯში - London College of Printing (2001-2003), ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით . 

ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს - შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება.

2000-იანი წლებიდან მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი). თუმცა თბილისს წელიწადში რამდენჯარმე სტუმრობს.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, ბაზრობებში, საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში: Black&White Gallery, თბილისი (2016), Galerie Hors-Champs, პარიზი (2015), Les Rencontres De La Photographie, არლი (2011), Pobeda Gallery, მოსკოვი (2011), the National Portrait Gallery, ლონდონი (2010; 2008; 2004);

სახელოვნებო ბაზრობები: Contemporary Istanbul (2016; 2014), Pulse, ნიუ-იორკი (2015) და სოლო გამოფენა the START Art Fair, Saatchi Gallery, ლონდონი (2016).

მას მოპოვებული აქვს ჯილდოები: British Journal of Photography International Award, ლონდონი (2008), Ian Parry Scholarship, ლონდონი (2003), Metro imaging competition, ლონდონი (2003).

ბესო უზნაძე ძირითადად ფოტო რეპორტაჟებზე და სერიებზე მუშაობს. ინსპირაციას იღებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩვეულებრივი გრძნობებიდან და მოვლენებიდან, როგორიცაა: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, სიკვდილი, შიში... - იმ ყველაფრიდან რაც მის ცხოვრებაში და მის გარშემო ხდება. ბესო სულ რაღაც ამბავს ყვება. მის ნამუშევრებში დომინირებს სხვადასხვა ადამიანების პორტრეტები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ამბებთან, ფაქტებთან.

არტისტი ფოტოებს საერთო სახელით სერიებად აერთიანებს და საერთო მესიჯს აწვდის მაყურებელს. მისი ფოტოსერიებია: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market.

2015 წლამდე ის, ძირითადად, ფოტორეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობდა: 2B, In The Mood for Love, Don,t Wake Me, Tbilisi Portreits, Georgians in UK, Broadway Market. გამოფენები ჰქონდა ლონდონში, თბილისში, პარიზში, რომში, მოსკოვში, სტამბოლში, ნიუ-იორკსა და პეკინში.

ფოტოხელოვანმა საკუთარი პრაქტიკის ფოკუსი გააფართოვა და დაიწყო ფერწერული ტილოების შექმნა. მისი ბოლო ნამუშევრები დიდი ზომის აბსტრაქტული ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება - სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები.  

ხელოვანმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ხელწერა, რომელიც ციფრულ მანიპულაციასა და კოლაჟის ტექნიკას ეფუძვნება.

რაღაც პერიოდი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავი ამოწურა. ვერაფერს ახალს ვეღარ ქმნიდა და პროექტებში საკუთარ თავს იმეორებდა. ასე მიაგნო, 2016 წელს, აპროპრიაციის მეთოდს ხელოვნებაში, მისთვის ახალ მედიუმს, ფოტოკოლაჟის სახით. „ამას სახელი აქვს? არ ვიცოდი, რამე თუ ერქვა“. თავის ფოტოებს ერთმანეთს ადებდა და ამ ფენების შერწყმით, ერთ მთლიანობას ქმნიდა.

2017 წლის 10 ივნისს, თბილისში ფოტოგრაფ ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა „დავიწყებული ხედები“ გაიმართა. სერიის ნაწილი 2016 წელს იყო გამოფენილი START Art Fair-ზე, საატჩის გალერეაში, ლონდონი (Scroll down for English). სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფიისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან.

წყარო:

1. https://www.geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/uznadze-beso.html 

2. http://galleryartbeat.com/ka/artist/16/beso-uznadze 

3. https://www.marketer.ge/artist-beso-uznadze/ 

4. http://kvira.ge/334196



Share: