The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელენე ნავერიანი

ელენე ნავერიანი
დაბადების თარიღი:1985  (39 წლის)
კატეგორია:არტისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

მულტიმედია არტისტი, რეჟისორი ელენე ნავერიანი დაიბადა 1985 წელს, საქართველოში.

2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მონუმენტური ფერწერის მიმართულებით. მალე მან სხვა სტუდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა სახელოვნებო ჯგუფი - LOTT.

2007 წლამდე ჯგუფი მუშაობდა ერთად და დიპლომი დაიცვეს ჯგუფური პერფორმანსით „სველი წრე“.

2008 წელს ელენემ დატოვა საქართველო და განაგრძო სწავლა ჟენევის ხელოვნების სკოლაში (HEAD), სადაც დაამთავრა კვლევაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა CCC კრიტიკული კურატორული კიბერმედია (2008-2011). მისი სადიპლომო ნაშრომი შეეხებოდა თანამშრომლობით სამუშაო პროცესს სხვადასხვა სოციალურ თემსა და გაერთიანებასთან.

2012 წელს ელენე ნავერიანმა კინოს მიმართულებით განაგრძო სწავლა ჟენევის კინოსკოლაში.

2013 წელს გადაიღო „დაგვლოცე მამაო“.

2014 წელს მისმა სადიპლომო ფილმმა - „ანასირმას სახარება“, აიღო WILSDORF-ის პრიზი.

2016 წელს ელენემ თავის თანაპარტნიორთან ერთად დაარსა კომპანია „Mishkin”, რომლის მეშვეობითაც, და შვეიცარიაში Alva Film-თან თანამშრომლობით, გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ (სცენარისტი და რეჟისორი, 2017). ფილმის  პრემიერა როტერდამში შედგა და მას შემდეგ წარმატებით აჩვენეს ფესტივალებზე (Seoul, Xining, Valiadolid, Porto etc), სადაც სხვადასხვა პრიზი აიღო.

ამჟამად ელენე ნავერიანი მუშაობს თბილისში, ჟენევასა და ციურიხში.

მის მიერ ბოლო წლებში გადაღებული ფილმებია:

2018 - დოკუმენტური ფილმი „ ლამწკი პაპას მოპარული ხარი“(სცენარისტი და რეჟისორი);

2019 – „წითელი ჭიანჭველები იკბინებიან“;

2022 – „სველი ქვიშა“, რეჟისორი და სცენარისტი (სანდრო ნავერიანთან ერთად);

2023 - თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. გარდა ამისა, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო მთავარი როლის შემსრულებელმა, ეკა ჩავლეიშვილმა. „შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/n-r/naveriani-elene.html

2. https://georgian-cinema.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46-25/878-2018-03-26-19-15-57 

 


გააზიარე: