The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ავთანდილ ბარათაშვილი

ავთანდილ ბარათაშვილი
Date of birth:1955
Date of death:2022  (at 67 years)
Burial location:ახალშენის სასაფლაო,ბათუმი
Category:Businessmen

Biography

ბიზნესმენი და მეცენატი ავთანდილ ბარათაშვილი (1955-2022) წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

2007 წლიდან იგი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში. რამდენიმე წელია მისი ინიციატივით, სისტემატიურად პროფესორ-მასწავლებლებისა და წარჩინებული სტუდენტებისათვის გაიცემა პრემიები და სტიპენდიები.

ავთანდილ ბარათაშვილის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი პროექტი. შედგა ბსუ-ს 85 წლის საიუბილეო დოკუმენტური ფილმის გადაღება. ახალი ლიტერატურით შეივსო ბიბლიოთეკის ფონდი, მოეწყო საუნივერსიტეტო სივრცეები და ლაბორატორიები.

მეცენატმა უნივერსიტეტს ასევე გადასცა მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული ინვენტარი, ფინანსურ დახმარებას უწევდა უნივერსიტეტის ,,წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდს“. ეს არასრული ჩამონათვალია იმ კეთილი საქმეებისა, რაც ხმარდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების საქველმოქმედო მიზნებს.

ბსუ-ში დაწესებულია ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე ენიშნება სოციალურად დაუცველ წარჩინებულ 100–მდე სტუდენტს.

2012 წელს ბათუმის ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ბატონ ავთანდილ ბარათაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

2013 წელს მას საპატიო ბათუმელის წოდება მიაკუთვნეს. 

გარდაიცვალა 2022 წელს. დაკრძალულია ახალშენის სასაფლაოზე, ბათუმში.

წყარო: 

https://www.facebook.com/BSUBatumi/photos/a.141968285898368/5229521643809648/?type=3


Share: