The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


აკა გვახარია

აკა გვახარია
Date of birth:1962
Date of death:2017  (at 55 years)
Category:Medical Doctor

Biography

აკა (აკაკი) გვახარია დაიბადა 1962 წელს, თბილისში. მამა - ალექსანდრე (შურა) გვახარია (1929-2002), გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დედა - ცირა კალაძე, ენათმეცნიერი.

აკა გვახარიამ პროფესიად ექიმობა აირჩია, მაგრამ მშობლების წყალობით ლინგვისტიკა და ენის სიყვარული მისთვის უცხო არ იყო. მან ქართული ენა შეიყვანა თანამედროვე ციფრულ სამყაროში და სრულიად უანგაროდ გვაჩუქა დღევანდელი ქართული QWERTY კლავიატურა. მისი მოფიქრებულია, ასევე, სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ქართული ასოები: "ჩ", "ძ", "ჭ", "შ", "ღ", "თ".

მნიშვნელოვანია, რომ აკამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 1990-ანების დასაწყისში შექმნა, ანუ იმ დროს, როდესაც საქართველოში თითო-ოროლა კომპიუტერი იყო და ინტერნეტი დღევანდელი სახით საერთოდ არ არსებობდა.

ამავე დროს, აკა გვახარია ბრწყინვალე ექიმი იყო. 1990-ანი წლების მეორე ნახევრიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში, ვირჯინიაში. მაგრამ არც სამშობლოს ივიწყებდა და შვილებსაც ქართველებად ზრდიდა.

2011 წლის 1 თებერვალს ვაშინგტონში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ამერიკა - საქართველოს შორის ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს იხილავდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემატიკა და გამოწვევების დაძლევის გზები. კონფერენციის პირველი დღის ბოლოს სანდრა რულოვსმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში მოღვწე ქართველი ექიმები, მათ შორის -  აკაკი გვახარია.

2017 წელს უკურნებელი სენით დაავადებულმა ქართველმა ექიმმა არ ისურვა ჯოჯოხეთის გახანგრძლივება და სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

აკას ორი ვაჟი დარჩა - სანდრო და ნიკი.

https://tbilisipost.ge/news/aka-akaki-gvakharia---kai-romelma-gvachuqa-dghevandeli-qartuli--klaviatura/9846 

https://www.amerikiskhma.com/a/article---333-115146479/533912.html


Share: