The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფია ჯანელიძე

სოფია ჯანელიძე
Date of birth:198?
Category:Singer

Biography

ქართველმა მეცოსოპრანომ სოფია ჯანელიძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 24 წლის ასაკში შეუერთდა თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის მთავარ დასს, სადაც 3 წლის განმავლობაში ასრულებდა მთავარ როლებს მოცარტის, ვერდის და ჩაიკოვსკის ოპერებში.

2008 წელს, იტალიის საელჩოს მოწვევის შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა იტალიაში. სტაჟირება გაიარა საოპერო მუსიკის ყველაზე ცნობილ ოსტატებთან, როგორებიც არიან ჯიანფრანკა ოსტინი, ჯენი ანველტი, კატია რიჩარელი, ჯაუმე არაგალი და მარჩელო ლიპი.

პირველი კონტრაქტი ლა სკალას თეატრთან გააფორმა. უცხოეთში მუშაობა ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც საქართველოში იყო შეჩვეული. იტალიაში სოლისტებთან ერთჯერად კონტრაქტს აფორმებენ, აქ არ არის საშტატო სისტემა.

პასუხისმგებლობა ბევრად მეტია, რადგან თუ მომღერალი თავს სათანადოდ არ წარმოაჩენს, თეატრი მეორედ აღარ მოისურვებს მასთან თანამშრომლობას.

სოფია ჯანელიძეს იტალიაში თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე აქვს ნამღერი.

არის რამდენიმე საერთაშორისო დონის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული. მათ შორისაა: "მარტინი", "გ. სიმიონატო", " გ. ზაქარია", "ე. ლისკა", მაგენტის "გიოვანი ვოცი", "La Citta Sonora".

მომღერლის საოპერო დებიუტებიდან აღსანიშნავია: მადალენას პარტია (ვერდი „რიგოლეტო“) მილანის ლა სკალაში ლეო ნუჩისთან ერთად. იგივე როლი მან ივან მაგრისთან ერთად განასახიერა ესტონეთში, ვანემუინის თეატრში; სანტუცა (პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"); იმღერა მოცარტის „მითრიდატეში“ ლიბანის ალ ბუსტანის ფესტივალზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის დასთან ერთად და სხვა.

გარდა სიმღერისა, რამდენიმე წლის წინ სოფიო ჯანელიძემ შექმნა მუსიკალური ონლაინ ჟურნალი www.iteatridellest.com, რომლის მიზანიც თავდაპირველად იყო იტალიელი მკითხველისთვის გაეცნო აღმოსავლეთ ქვეყნების თეატრების სპექტაკლები. საბოლოოდ კი ჟურნალმა დაიპყრო ევროპის მუსიკალური საინფორმაციო ბაზარი. ამჟამად ჟურნალის რედაქცია თანამშრომლობს სხვადასხვა იტალიელ და უცხოელ მუსიკალურ კრიტიკოსებთან.  ასევე, ყოველწლიურად აწყობს საერთაშორისო კონკურსს ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის Salice d’oro, რომლის მიზანიც ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაა. ჟიურის წევრები არიან წამყვანი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრალური მენეჯერები.

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/sophio-janelidze-metsosoprano-italia-2/ 

2. https://www.facebook.com/SofioJanelidzeMezzosoprano/mentions

 


Share: