The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ფოცხიშვილი

გიორგი ფოცხიშვილი
Date of birth:2001  (23 years)
Category:Dancer

Biography

გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია. მისი ოჯახი 60 წელია ამ საქმეს ემსახურება. ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლის, „მეტეხის“ დამაარსებელი. გიორგის მშობლებმა, მაია კიკნაძემ და გელა ფოცხიშვილმა, ოჯახის ტრადიცია გააგრძელეს, მათ თავიანთი სტილი შექმნეს ქართულ ცეკვაში და ჩამოაყალიბეს ცეკვის აკადემია. რომელსაც თავად ხელმძღვანელობენ.

გიორგიმ ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ოჯახის ეროვნულ საცეკვაო ანსამბლში. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა შესთავაზეს ბალეტში ეცადა ძალები. ეს განსაკუთრებით დედის სურვილი იყო, რადგან იგი პროფესიით ბალერინაა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა აქვს დამთავრებული. 

13 წლის იყო გიორგი ფოცხიშვილი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა.

საბალეტო სკოლის გამოსაშვებისთვის მომზადების პერიოდში, მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა დარბაზში ცეკვის დროს გადაღებული ვიდეო. მისთვის მოულოდნელად ვიდეომ ყურადღება მიიქცია და შედეგად მიიღო მიწვევა იტალიიდან, ბერლუსკონის სახელობის კონკურსიდან.

კონკურსი მილანში გაიმართა. გიორგი ჩავიდა, იცეკვა, გაიმარჯვა და ბერლუსკონის საპატიო პრიზიც მიიღო.

სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თბილისში ჩამოვიდა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე. მას სურდა, ქართველი ბალერონები დაეპატიჟებინა საზაფხულო სკოლაში, თავის მასტერკლასებზე, რომლის დაფინანსებაც თავადვე გამოყო.

გიორგი ფოცხიშვილმა საზაფხულო სკოლაში გაიარა მსოფლიოს წამყვანი სკოლების პროგრამა –  ნეო კლასიკი, კონტემპორარი, პარტნიორობა სიღრმისეულად – და მიხვდა, რომ ბალეტი ისეთი სფეროა, ევროპაში იმდენი განსხვავებული ადგილია, უნდა იპოვო საკუთარი სტილი, სად უფრო კარგად წარმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.

ბერლუსკონის კონკურსზე ყოფნის პერიოდშიც ფიქრობდა ამ საკითხზე და ასეთი სახელოვნებო სასწავლებელი აღმოაჩინა ჰოლანდიაში, ამსტერდამში.

სწავლის პერიოდში ქორეოგრაფიაში ემზადებოდა გრიგორი ჩიჩერინთან, რომელსაც თვლის ბალერონების საუკეთესო მასწავლებლად, სკოლაში კი გადიოდა სხვადასხვა საგნებს, მასტერკლასებს.

ორი წლის შემდეგ, ჰოლანდიის ნაციონალურმა ბალეტმა შესთავაზა კონტრაქტი, ჯუნიორ კომპანიში, ანუ როგორც სტაჟიორს, დამწყებ მოცეკვავეს. ჯუნიორ კომპანიიდან, რომელიც ორწლიანია, გიორგი ერთი წლის შემდეგ დააწინაურეს და პირველივე თვეში იცეკვა წამყვანი პარტია ნეოკლასიკ ბალეტში, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიაზე დადგმულ სპექტაკლში. რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დააწინაურეს. სეზონის კულმინაცია კი გახდა დიდი კლასიკური ბალეტი „რაიმონდა“, რომელშიც ანა ციგანკოვასთან ერთად შეასრულა წამყვანი პარტია.

რამდენიმე მთავარი პარტიის შესრულების შემდეგ გიორგი ფოცხიშვილი გახდა  ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი. ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომიც აიღო.

ახალგაზრდა ქართველი ბალერონის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა 2023 წელს, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, სპექტაკლში „დონ-კიხოტი“, ნინო სამადაშვილთან პარტნიორობით.

წყარო:

1. https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fockhishvili-holandiis-nacionaluri-baletis-wevri-gakhda

2. კაპანაძე ქეთი. როგორ გახდა გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე და რის გამო მიიღო მან ბერლუსკონის საპატიო პრიზი // თბილისელები. – 2023. -31 ივლისი-6 აგვისტო. N31. 

3. https://nargismagazine.ge/ka/article/1551-holandiis-nacionaluri-baletis-solisti-qartvelia-interviu-giorgi-focxisviltan/


Share: