The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ რთველიაშვილი

ზურაბ რთველიაშვილი
Date of birth:16 October, 1967
Date of death:20 April, 2021  (at 53 years)
Burial location:მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Poet

Biography

პოეტი, პერფორმერი და მულტიმედია არტისტი ზურაბ (ზურა) რთველიაშვილი დაიბადა 1967 წლის 16 ოქტომბერს ყაზახეთში, ქ. ყარაღანდაში.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში.

1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერ­ფორ­მან­სე­ბით და­ვით ჩიხ­ლა­ძეს­თან, შოთა ია­თაშ­ვილ­თან და სხვებ­თან ერ­თად.

მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში.

2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ​„თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი.

გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული: პოეზიის დიქტატურა: კრებული. - თბილისი, 2017; ანარქია: პოეზია. - თბილისი, 2006; აპოკრიფი: ლექსები. - თბილისი, 2002; ირექცია: ლექსები. - თბილისი, 1997.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, სპარსულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე.

2010–2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში, მათ შორის, მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში "მოლანდება ევროპაში" (2011) და "ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა" (2017).

მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპის ქვეყნებში.

შვედეთში ცხოვრების პერიოდში ზურა რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან "GILJOTIN", სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი "PASS PORT". 

2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ მიიღო პრემია „საბა“  წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

შვედეთში დაუდგინდა სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი. გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს თბილისში. დაკრძალულია მახათას პანთეონში.

ზურაბ რთველიაშვილის მეუღლე იყო ნინო ამირეჯიბი, ახალგაზრდა მწერალი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი - გიორგი.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_რთველიაშვილი 


Share: