The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ხახანაშვილი

შალვა ხახანაშვილი
Date of birth:1964  (60 years)
Category:Artist

Biography

ევროპაში მოღვაწე წარმატებული ფოტოხელოვანი შალვა ხახანაშვილი დაიბადა 1964 წელს გორში.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.

შალვა ხახანაშვილის შემოქმედებითი საქმიანობა გერმანიაში დაიწყო. ბერლინის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში მისმა ნამუშევრებმა მაღალი შეფასება მიიღო. ქმნის მულტიმედია, ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს.

1995 წლიდან ფოტოხელოვანმა პარიზში გააგრძელა მოღვაწეობა და დაარსა ასოციაცია „ქარავან გალერეა“, რომლის ძირითადი საქმიანობა ქართველი არტისტებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენაა მსოფლიოს მასშტაბით არსებულ არტ-სცენებზე, არტ-ფორუმებსა და ბიენალეებზე.

შალვა ხახანაშვილი, როგორც კურატორი თავად მართავს გამოფენებს. მის მიერ მოწყობილ გამოფენათა შორისაა: 1990 წელი – მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო; 1991 წელი – გალერეა "ნა სალიანკე", მოსკოვი, რუსეთი; 1992 წელი – გალერეა “Gleditsch 45”, ბერლინი; 1993 წელი – გალერეა“IFA”, ბონი, გერმანია; 1994 წელი– კულტურული ურთიერთობების საერთაშორისო ინსტიტუტი (IFA), ბერლინი, გერმანია; 1998 წელი – გალერეა "Friedrich", კიოლნი, გერმანია; 2001წელი– მარი დე ლონჟის მერია, პარიზი, საფრანგეთი; 2002 წელი – გალერეა „Event“, კიოლნი, გერმანია. 

ფოტოხელოვანმა UNESCO-შიც მოაწყო ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა. ასევე, ის ხელმძღვანელობდა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების საგამოფენო ციკლს „აპოლონია“, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში- პარიზში, სალონიკში, სტრასბურგსა და ბრიუსელში იმართებოდა.

შალვა ხახანაშვილის ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ ფონდში მისი ფოტოების გამოფენები მსოფლიოს საუკეთესო გალერეებში ეწყობა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/khakhanashvili-shalva.html

2. https://speech.ge/khelovneba/shalva-khakhanashvili-photokhelovani-saphrangethi/

3. ხახანაშვილი შალვა. არტისტსა და კურატორს შორის... : ინტერვიუ /ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - 2013. - 27 დეკემბერი. - N3438 (245). - გვ.34-35. - Weekend. 27 დეკემბერი, N37 (150) - ჩანართი "მარანი", N37 (155)


Share: