The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ჯაფარიძე

დიმიტრი ჯაფარიძე
Date of birth:196?
Category:Economist

Biography

დიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სწავლის დროს დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში.

1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა სასწავლო პრაქტიკა შვეიცარიის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში. 1999-2003 წლებში სწავლობდა ციურიხის რ. კენედის სახელობის კოლეჯში, სადაც მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
გაიარა ტრეინინგები ევროპისა და აშშ-ის 20-მდე უმაღლეს სასწავლებელსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ბიზნესის, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო სავაჭრო პროგრამების განხრით. მონაწილეობდა ევროკავშირის არაერთ საგანმანათლებლო პროექტში.

2013 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია, 2015 წელს კი – კარნეგის ფონდის სტიპენდია.

მიწვეული მკვლევრის სტატუსით 2015 წელს მუშაობდა აშშ-ის კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს – ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.
1993-2004 წლებში საქართველოს კომერციულ ბანკებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას.

2003-2008 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი.

2005-2008 წლებში არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ჟენევა) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 2005-2009 წლებში კი – „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარედ.
2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან – სრულ პროფესორად.

2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.

მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ.

წყარო:

https://faculty.iliauni.edu.ge/arts/dimitri-japharidze/


Share: