The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზინაიდა ჭელიძე

ზინაიდა ჭელიძე
Date of birth:1982  (42 years)
Category:Artist

Biography

ზინაიდა ჭელიძე დაიბადა 1982 წელს, თბილისში. 1997 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბელგიაში (ბრუსელი). 

განათლება სამაგისტრო საფეხურზე მიიღო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით 2008 წელს ბრუსელის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 

ვიზუალური არტისტის მრავალფეროვანი შემოქმედებითი პრაქტიკა შესაძლოა გაგებულ იქნას, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც სხვადასხვაგვარად ფორმირდება მის შემოქმედებაში. ეს არის თითქმის სიმბიოზური თანამშრომლობა სხვადასხვა ხელოვანთან, რომელიც გამოვლინდა ზინაიდა ჭელიძის ნამუშევრებში „ვარდისფერი ღრუბელი“ და „ოქროს ბიჭი“, ასევე მის კვლევით მასშტაბურ პროექტში „ბინის ბიბლიოთეკა“.   

შემოქმედებითი პროცესი მოიცავს სხვადასხვა მასალის შერჩევას, როგორიცააა არსებული საგნები, მაგალითად, წიგნის კოლექცია, ან თავად მის მიერ შექმნილი ნივთები, რომელთა მეშვეობით არტისტი აყალიბებს სახელოვნებო კომენტარს სპეციფიკურ კონკრეტულ საკითხზე და მხოლოდ მოგვიანებით ირჩევს მასალას ან მედიუმს.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/chelidze-zinaida.html 


Share: