The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ქარუმიძე

ნინო ქარუმიძე
Date of birth:197?
Category:Painter

Biography

ნინო ქარუმიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1994 წელს- ასპირანტურა, 1994-1998 წლებში მუშაობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე ხატვისა და ფერწერის პედაგოგად.

1998 წელს საცხოვრებლად გადავიდა ოჯახთან ერთად იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში.

მისი მეუღლე, ზაზა გოგუა, მუსიკოსია, ალტისტი და დღემდე იქ მოღვაწეობს.

ნინო ქარუმიძე მუშაობს საქართველოსა და იაპონიაში.

2000 წლიდან ყოველწლიურად აქვს პერსონალური გამოფენები იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში: ტოკიო, კიოტო, ნაგოია, კობე და ა.შ. ყველაზე ხშირად, რათქმა უნდა, ქალაქ ოსაკაში.

2018 წლის აგვისტოში იაპონიის ქალაქ ოსაკაში, სამხატვრო გალერეა “LADS Gallery”-ში, გაიმართა ქართველი მხატვრის, ნინო ქარუმიძის ნახატების პერსონალური გამოფენა - “Life in movement“. „ჩემი მიზანია, ტილოზე გადავიტანო ხაზებისა და ფერების კომბინაცია; შევქმნა განწყობა, რომ ყველაფერი მოძრაობაშია და სიცოცხლე ყველგან არის“,- ამბობს ქალბატონი ნინო.

გამოფენის გახსნისას, გაიმართა მცირე კლასიკური მუსიკის კონცერტი. ალტისტმა, ზაზა გოგუამ შეასრულა ცნობილი ქართველი და იაპონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ხელოვანი მონაწილეობს საქართველოში გამართულ გამოფენებშიც. 2014 წლისივნისში ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისში, გალერეა „ვანდაში“, 2020 წლისდეკემბერში კი გალერეა 9-ში.

ზაზას და ნინოს თავიანთი შემოქმედებით მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებშიც.

წყარო:

1. http://mamuli.by/wp-content/uploads/2019/01/agvisto_2018.pdf

2. https://www.facebook.com/n9.gallery/posts/160832212431830/


Share: