The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ მღებროვი

მიხეილ მღებროვი
Legal name:მიხეილ მღებრიშვილი
Date of birth:31 December, 1878
Date of death:30 October, 1940  (at 61 years)
Category:Medical Doctor

Biography

მეცნიერი დერმატოვენეროლოგიის დარგში, ექიმი მიხეილ გაბრიელის (გავრილის) ძე მღებრიშვილი (მღებროვი) დაიბადა 1878 წლის 31 დეკემბერს ტფილისში.

დაამთავრა ნიკოლოზის სახელობის გიმნაზია. 1883 - 1904 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, როგორც სამხედრო ექიმი. 

1906-1914 წლებში მუშაობდა კიშინიოვის კლინიკებში ექიმ-დერმატოლოგად. მუშაობის პერიოდში ორჯერ გაგზავნეს ცნობილ უცხოურ კლინიკებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

1914-1918 წლებში იყო პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომების მონაწილე რუსეთის იმპერიული და წითელი არმიების შემადგენლობაში, როგორც სამხედრო ექიმი.

1920 წლიდან - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1929-დან - პროფესორი.

1921-1929 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და კლინიკურ საქმიანობას ოდესაში, ე.ს.გლავჩეს სახელობის სახელმწიფო დერმატოვენეროლოგიურ ინსტიტუტში, ჯერ დერმატოლოგიური განყოფილების გამგის, შემდეგ კი დირექტორის თანამდებობებზე. 

1929 წლიდან 1940 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად ს. მ. კიროვის სახელობის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში კანისა და ვენერიული დაავადებების კათედრის გამგედ. პარალელურად, 1938-1940 წლებში ხელმძღვანელობდა ლენინგრადის პედიატრიულ სამედიცინო ინსტიტუტში კანისა და ვენერიული დაავადებების კათედრას. 

მიხეილ მღებროვის ძირითადი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა ეხებოდა დერმატოვენეროლოგიის, კომუნალური ჰიგიენისა და დეზინფექციის დარგის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით, პირველად საბჭოთა კავშირში, დაიწყო სოკოვანი დაავადებების, ქრონიკული დიფუზური ეგზემატიტისა და სტრეპდოდერმის კლინიკისა და ეტიოლოგიის შესწავლა, აგრეთვე კანის ტუბერკულოზის თერაპიის შემუშავება, ჩატარდა კვლევები სიფილისის მკურნალობისა და ზოგადი პათოლოგიის შესახებ.მისი ხელმძღვანელობით დაიწერა ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 დისერტაცია. 

მიხელ მღებროვის ინიციატივით ოდესაში მოეწყო კეთროვანთა კოლონია. 

მეცნიერი იყო მოსკოვისა და ოდესის დერმატოვენეროლოგიური სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი, ხოლო 1933-1940 წლებში - ლენინგრადის დერმატოვენეროლოგიური სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

მიხეილ მღებროვი გარდაიცვალა 1940 წლის 30 ოქტომბერს, ლენინგრადში.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/i/Мгебров,_Михаил_Гаврилович 


Share: