The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაია ცეცხლაძე

მაია ცეცხლაძე
Date of birth:28 May, 1965  (59 years)
Category:Painter

Biography

მაია ცეცხლაძე დაიბადა 1965 წლის 28 მაისს, საქართველოში. 1984-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში.

საბჭოთა რეჟიმის დროს ბევრი დახურული ჯგუფი არსებობდა, სადაც ადამიანები ახერხებდნენ საბჭოეთში აკრძალული სიახლეების ერთმანეთთან გაზიარებას და ამ თემებზე საუბარს. ერთ-ერთი ასეთი იყო „მეათე სართული“ –  მხატვრების ჯგუფი, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ახალგაზრდა მხატვრები: კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე, მაია ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე... მეათე სართულის პატარა სახელოსნოში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც მართავდნენ დისკუსიებს და საუბრობდნენ სხვადასხვა ეპოქების მიმდინარეობებსა და ევროპულ თანამედროვე ხელოვნებაზე. მათ პრაქტიკულად გაარღვიეს საბჭოთა აკადემიებში დამკვიდრებული სამხატვრო მიდგომები და დაიწყეს აბსტრაქტული კომპოზიციების და არაპროპორციული ფიგურების ხატვა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. თემატიკაც მრავალფეროვანი იყო ბიბლიური ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქით დასრულებული. „მეათე სართულმა“ მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება, თუმცა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ ავანგარდულ ხელოვანებაში და საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ პროტესტის ისტორიაში. 

მაია ცეცხლაძის შემოქმედება, ძირითადად, აბსტრაქტული ნამუშევრებისაგან შედგება. იგი, ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად, შერეული ტექნიკით ხატავს და სასურათე სიბრტყეზე ზღაპრულ სამყაროს აცოცხლებს. მისი ნამუშევრები შესრულებულია ნეოექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციონიზმის გავლენით (ვასილი კანდინსკი, კაზიმირ მალევიჩი..). ამის ნათელი მაგალითია 1988 წელს შესრულებული კომპოზიციები:  „მეგობრები“ და „ჩიტი ყვავილთან“, ასევე, ნახევრად აბსტრაქტული ტილო „ჩიტის მოგზაურობა“ და სხვ.

ხელოვანი მოღვაწეობს საქართველოსა და გერმანიაში.

2001-2003 წლებში მუშაობდა ბერლინის თეატრის სპექტაკლ "ობლომოვის" მხატვარ-დეკორატორად;
2003 / 06-2003 / 09 - გაიარა "Rtur Shpeer Cademie" გერმანული ენის კურსი ბერლინში;
2003 / 01-2004 / 06 იყო ბერლინის "მოხუცთა სახლის" ხატვის პედაგოგი;
შექმნა 5 ხელნაკეთი წიგნი;

1988-2020 წლებში ჰქონდა მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა, როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ (გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი...).

წყარო:

1. https://art.gov.ge/ge/portfolio/ცეცხლაძე-მაია/

2. http://www.artguild.club/maia_cecxladze.html

3. https://archive.propaganda.network/uploads/pdf/1536225046ka.pdf


Share: