The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გია ჩიკვაიძე

გია ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი:1961  (63 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

გია ჩიკვაიძე დაიბადა 1961 წელს, ქალაქ თბილისში, საქართველოს სახალხო მხატვრის იური ჩიკვაიძის ოჯახში.

განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკისა და წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტზე (1979-1985).

ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, ლოს-ანჟელესში.

გია ჩიკვაიძე მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში. მის შემოქმედებაში ზღაპარს, ფანტასმაგორიულ, წარმოსახვით ელემენტებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო, ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში, მათ შორის, ბევერლი ჰილზის, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ვანკუვერის (კანადა), სან დიეგოს  და ა.შ.

გია ჩიკვაიძის  შემოქმედების თემატიკა მიეკუთვნება  პოსტ-სურიალისტურ მიმდინარეობას. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლამდე გია ჩიკვაიძის ნამუშევრები გამოფენილი იყო: გერმანიაში, იუგოსლავიაში, ფინეთში, პოლონეთში, იტალიაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი გამოფენების არასრული ნუსხა ასე გამოიყურება:

2001 წელი: არტექსპო, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

2002 წელი: არტექსპო, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

2000 წელი: კანადის მხატვართა ფედერაცია, ვანკუვერი.

ფრესკა რესტორანში - ჰოლივუდი.

ფრესკა კაფეში "ნაპოლეონი", კალიფორნია და სხვ.;

 წყარო:

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/chikvaidze-gia.html


გააზიარე: