The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანდრია ერისთავი

ანდრია ერისთავი
Date of birth:9 March, 1855
Date of death:16 January, 1932  (at 76 years)
Burial location:სენტ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Manufacturer, Politician

Biography

ანდრია ერისთავი დაიბადა 1855 წლის 9 მარტს, გურიის ერისთავების ოჯახში. მამა -  მიხეილ ერისთავი (1819—1871), დედა - ელისაბედ დადიანი. 

საშუალო განათლება  სანკტ-პეტერბურგის ბიჩკოვის კერძო გიმნაზიაში მიიღო და უმაღლესი განათლების მისაღებად სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც ოთხი წელი სწავლობდა და საბოლოო გამოცდებზე, ავადმყოფობის გამო, ვეღარ გავიდა.

სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ერთი პერიოდი იმყოფებოდა რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო 1878 წელს ბრალდება მოეხსნა.

1879 წელს საქართველოში დაბრუნდა და მამამისის - მიხეილ ერისთავის - მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. აგრძელებდა ჩაის კულტივირებას გურიაში, აქვეყნდებდა სამეცნიერო-კლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში, მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში.

1889-1898 წლებში მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობდა საკრედიტო საზოგადოებას ფოთსა და ქუთაისში. 

1900 წელს ანდრია ერისთავი დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. იგი გახლდათ ქუთაისის განყოფილების კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისა და ქუთაისის სამიწათმოქმედო სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინციატორ-ორგანიზატორი.

1886 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ოზურგეთის მაზრაში და 1906 წლიდან - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1907 წელს საცხოვრებლად პეტერბურგში გადასახლდა.

1909-1915 წლებში არჩეული იყო სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1917 წელს კი -რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად (გარიცხეს გამოუცხადებლობისთვის). 

1914 წელს მიანიჭეს „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ სამოქალაქო წოდება.

დაჯილდოვებული იყო წმ. სტანისლავის III (1898 წ.) და წმ. ვლადიმირის IV ხარისხის (1915 წ.) ორდენებით.

1920 წლიდან ანდრია ერისთავი ცხოვრობდა საფრანგეთში. დაქორწინებული იყო მარიამ მელიტონის ასულ დადიანზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ელისაბედი, ლეონიდე, ელენე და ნინო.

გარდაიცვალა 1932 წლის 16 იანვარს. დაკრძალულია პარიზის მახლობლად სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

ანდრია ერისთავი ავტორია გამოუქვეყნებელი მოგონებებისა - „ისტორიული სურათები რუსული რევოლუციის ეპოქიდან, თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები“, რომელიც დაცულია ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქივში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია_ერისთავი 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Эристов,_Андрей_Михайлович 

3. საითიძე გელა. ქართველები რუსეთის სახელმწიფო საბჭოში (1801-1917 წწ). - თბ., 2008.- გვ. 52-59


Share: