The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია
Date of birth:1977  (47 years)
Category:Artist

Biography

გიორგი შენგელია დაიბადა 1977 წელს ქ. სოხუმში. სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

2003 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ჩრდილოეთ ჰოლანდიაში, სოფელ ბერგენში.

ხელოვანი ძირითადად მუშაობს შერეული მედიის გამოყენებით და ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს. ამასთანავე, მუშაობს ინსტალაციისა და სკულპტურის მიმართულებით და ქმნის ფოტონამუშევრებსაც.

გიორგი შენგელიას ნამუშევრებში გამოსახული საგნები ყოვლისმომცველია: ბუნება, ქალაქური ცხოვრება, ლანდშაფტი, ყოველდღიურობა, სახლი, სიყვარული, საკვები, ხალხი...

მისი ნამუშევრები ვარირებს აბსტრაქტულიდან ფიგურატიულამდე, უხეში, პასტოზური ტექნიკიდან, აბსოლუტურ დეტალიზებამდე, სხვადასხვა მასალაში (ტილო, ქაღალდი ან ხე) და სხვადასხვა ზომაში. სკულპტურები ძირითადად შესრულებულია ლითონისა და ჯართისგან.

როგორც ვიზუალური არტისტი,გიორგი შენგელია გატაცებულია ნამდვილისა და ხელოვნურის, ხილვადისა და არახილვადის, წარსულისა და მომავლის ცნებებს შორის არსებული შეპირისპირებით.

გამოფენები: 2015 წელი, Touchdown! Kranenburgh მუზეუმი, ბერგენი, ჰოლანდია;

2016 წელი,"Northern Geometry", ნამუშევრების სერია, Northern hemisphere;

2016 წელი Berliner Liste, ბერლინის ხელოვნების ბაზრობა.

წყარო:

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/shengelia-giorgi.html


Share: