The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი პიტავა

Other name:კოკი
სანდრო ბარათელი  (Pseudonym)
Date of birth:1911
Date of death:1925  (at 14 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Manufacturer

Biography

1985 წლის 29 ნოემბერს ნიუ-იორკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი – გიორგი მიხეილის ძე პიტავა (ფსევდონიმი - სანდრო ბარათელი).

გიორგი (კოკი)  შვიდნახევარი წელი თავმჯდომარეობდა ქართულ სათვისტომოს, სანამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევდა.

საქართველოში კოკი პიტავას დარჩა ორი შვილი - ქალ-ვაჟი, ძმა, დები და შვილიშვილები, რომლებსაც უხვად ეხმარებოდა. სამწუხაროდ ოცნება ვერ აისრულა, სამშობლოში ჩამოსვლა და ახლობლების ნახვა ვერ შეძლო.  

უცხოეთში კოკი პიტავა მეორე მსოფლიო ომის ტალღამ გადაისროლა. ჯერ იყო ტყვეობა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალი და ბოლოს ამერიკაში დამკვიდრება. აქ მცირე ბიზნესი წამოიწყო. ჰქონდა საბურავების მაღაზია.

აშშ–ში გაიცნო და დაუმეგობრდა გივი ფორაქიშვილს და გოგი მორალიშვილს. ისინი თითქმის 23 წლის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, ჰქონდათ საერთო ბიზნესი და ერთობლივი შრომით გამომუშავებულ ლუკმას თანაბრად იყოფდნენ. 

მისი გარდაცვალების გამო დაწერილ გამოსათხოვარ სიტყვაში გიორგი მორალიშვილმა იგი ასე დაახასიათა: „სანდრო იყო უაღრესად პატიოსანი, კულტურული, პურმარილიანი, შემწე და დამხმარე ადამიანი“.

უცხოეთში რატომ დაირქვა სანდრო ბარათელი არ ვიცით, შეიძლება ამით საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს იცავდა საბჭოთა უშიშროებისგან.

დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, სანდრო ბარათელის სახელითა და გვარით.

წყარო: 

1. ბაბიშვილი ლადო. სანდრო ბარათელი // ჟ. „გუშაგი“, 1986, N8 (იანვარი), გვ. 64-65.

2. მორალიშვილი გიორგი. გამოსატხოვარი სიტყვა // ჟ. „გუშაგი“, 1986, N8 (იანვარი), გვ. 64-65. 


Share: