The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ კალნიცკი

Date of birth:1870
Date of death:1961  (at 91 years)
Burial location:სენტ ჟენევიევ დე ბუას რუსული სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

მიხეილ ნიკოლოზის ძე კალნიცკი დაიბადა 1870 წელს, თბილისში. დაამთავრა ტფილისის კლასიკური გიმნაზია, მოსკოვის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი და ნიკოლოზის გენშტაბის აკადემია (1899).

სასწავლებლიდან გაიგზავნა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1900 წლიდან მსახურობდა გენშტაბში.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და პირველ მსოფლიო (1914-1918) ომებში.

1906 წლიდან პოლკოვნიკია და სასაზღვრო შტაბის უფროსი;

1912 წელს - მე-14 ქართულ გრენადერთა პოლკის მეთაურია;

1914 წლის შემოდგომით დაჯილდოვდა გიორგის იარაღით და მიენიჭა გენერალ მაიორის წოდება;

1915 წლის ივნისიდან - მე-7 ციმბირის შტაბის უფროსია, ხოლო 1916 წლის მაისიდან - მე-5 კავკასიის შტაბის უფროსი;

1917 წლის სექტემბრიდან ასრულებდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოვალეობას.

1917 წელს ხელმძღვანელობდა 123-ე ქვეით დივიზიას. ამავე წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.

დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით.

1918 წლის ნოემბრიდან შეუერთდა მოხალისეთა ჯარს. მსახურობდა უკრაინაში, ჰეტმან სკოროპადსკის არმიაში.

1919 წელს იცავდა ქ. პოლტავას. მეთაურობდა ნაკრებ ცხენოსანთა დივიზიას, ჯარის ჯგუფს, რომელიც შედგებოდა ტერსკის ბრიგადისაგან, პოლტავის რაზმისაგან და სხვა ნაწილებისაგან.

1919 წელს დაინიშნა მე-5 ცხენოსანი კორპუსის უფროსის თანამდებობაზე.

1920 წელს წავიდა ემიგრაციაში გენერალ ანტონ დენიკინის ჯართან ერთად.

ემიგრაციის დასაწყისში ცხოვრობდა იუგოსლავიაში, ქ. ზაგრებში, შემდეგ საფრანგეთში.

1923 წლიდან გენერალ ბარატოვის დამხმარე იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „რუსი სამხედრო ინვალიდების საზღვარგარეთის კავშირს“. 1961 წლამდე იყო ამ კავშირის უცვლელი თავმჯდომარე.

გარდაიცვალა პარიზში, 1961 წელს. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დებუას სასაფლაოზე.

წყარო:

1. ბეჟიტაშვილი გიორგი. ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) : დის. ისტორ. მეცნ. დოქტ. / გიორგი ბეჟიტაშვილი; თელავის სახ. უნ-ტი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ.. - თელავი, 2011. გვ. 53-68

2. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165280/1/Disertacia.pdf

3. Русская армия в Великой войне http: www.grwar.ru


Share: