The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოჩა ჭკადუა

გოჩა ჭკადუა
Date of birth:1964  (60 years)
Category:Painter

Biography

გოჩა ჭკადუა დაიბადა 1964 წელს, თბილისში. მამა – ამბაკო ჭკადუა; დედა – გულიკო კვარაცხელია. ჰყავს და – ეთერ ჭკადუა, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ხელოვანი.

1984-1985 წლებში გოჩა ჭკადუა სწავლობდა რუსეთში, ვლადივოსტოკის სამედიცინო სკოლაში, მაგრამ დიზაინის სიყვარულმა სძლია, სამედიცინო სასწავლებელი მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 

1988-1993 წლებში ეუფლებოდა სამრეწველო დიზაინს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბრუკლინში, ნიუ-იორკში.

პირველად იმუშავა გადასაღებ მოედანზე ჯული ტეიმორის ცნობილი ბროდვეის სპექტაკლისთვის „Green Bird“.

1998 წელს მუშაობდა ინსტალაციების გამართვის დამხმარედ მინესოტას სამეცნიერო მუზეუმში, მინეაპოლისში. იქ ყოფნისას მისმა კოლეგებმა მას ზედმეტსახელად "პრობლემის გადაჭრა" უწოდეს.

დიზაინერის პროვოკაციულ ქმნილებათა შორის გამორჩეულია 1999 წელს შექმნილი ხელნაკეთი მაგნიტური მოსაწევი მუნდშტუკი, შექმნილი მძლავრი მაგნიტებისგან, რომელიც ადვილად შეიძლება შენიღბული იყოს როგორც ჩვეულებრივი გულსაკიდი. 

„მაგნიტური მუნდშტუკი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ჟურნალში მოხვდა, მათ შორის: ID Magazine-ში (International Design Magazine, 2000 წლის აპრილი), აშშ; LODOWN, ჟურნალი Entertainment, (გერმანია); BIOND, New Lifestyle Magazine, (ივნისი, 2000, გერმანია), Time Out, (NY, 2000), Spectator, (იაპონია) და სხვა. 

2001 წელს გოჩამ დაარსა საკუთარი კომპანია „გოჩა ჭკადუა დიზაინი“ (Gocha Chkadua Design). თითქმის 10 წლის მანძილზე ის ქმნიდა მცირე ნივთებს, სხვადასხვაგვარ პროტიტიპებს, საყოფაცხოვრებო ნივთების დიზაინს, ძლიერი მაგნიტების გამოყენებით.

2010 წლიდან მუშაობს სკულპტურებზე და სახელოვნებო ინსტალაციებზე დასთან – ეთერ ჭკადუასთან ერთად, ეკოლოგიური თემების ჭრილში.

2010 წელს ერთობლივად განახორციელეს პროექტი LuvBomb საიუვილერო დიზაინი / dart/ ინტერიერის დეკორაცია. და-ძმის მიერ შექმნილი "სიყვარულის ბომბები" არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ღრუბლის მასალისგან დამზადებული ბომბის ფორმის ფერადი ყვავილები, სამკაულები, რომლებიც როგორც ავტორები თვლიან უფრო გაგამხიარულებს, ვიდრე აგრესიას მოგგვრის.

2011წელი- ინსტალაცია: „ჩემი ეზო“ წარმოდგენილი იყო ქარვასლის არტისტერიუმზე, თბილისი.

2012 -  ინსტალაცია „ფერები შეურაცხყოფენ ბუნებას“ ("Colors Insulting To Nature"), გალერეა 151, ნიუ-იორკი. იმავე წელს კიდევ ერთი ინსტალაცია "Bloom On the Edge" გამოიფინა KOTE ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, კინგსტონში, იამაიკა;

2013 - არაჩვეულებრივი გამოფენა, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო. 2016 - საქართველოს საელჩო, ნიუ- იორკი;

2015 წელი  APERTO 18, ვენეცია, იტალია;

2017 წელი, Alien Bloom, ლონგჰაუსის ნაკრძალი, ისთ ჰემფტონი, ნიუ იორკი;

2018 წელი,  ბუნებრივი პროკლუვიტები= Natural Proclivities, ფიტერმანის არტ ცენტრი, ნიუ-იორკი.

2011 წელს, მშობლიურ ქალაქში, თბილისში ვიზიტისას ეთერ და გოჩა ჭკადუებმა ერთობლივად დაიწყეს პროექტი- alien Bloom – sculptural flora – ერთჯერადი პლასტიკური ბოთლებისგან ხელით შექმნილი ნამუშევრები. ქუჩაში გადაყრილ სხვადასხვა პლასტმასის მასალას გოჩა ჭკადუა იმ მიზნით აგროვებს, რომ მისგან რაღაც ახალი შექმნას. მის მიერ შექმნილი სამკაულები ძალიან უცხოა, პლასტმასს არ ჰგავს, მინისა გეგონება.

2012 წლიდან youtube-ზე დევს დათო კვაჭაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: “ეთერ და გოჩა ჭკადუა ნიუ-იორკში“.

წყარო:

1. http://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/chkadua-gocha.html 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/eter-chkadua/26983695.html

3. http://komunage.blogspot.com/2013/11/blog-post_21.html


Share: