The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი სიმონია

ირაკლი სიმონია
Date of birth:22 October, 1961  (62 years)
Category:Astronomer, Physicist

Biography

ასტროფიზიკოსი ირაკლი სიმონია დაიბადა 1961 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. მამამისი, ალექსანდრე სიმონია იყო საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, ხოლო დედა, მარგარიტა ჭუმბურიძე - ფილოლოგი. 1957-1907 წწ. მოღვაწეობდა უცხო ენების კათედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.

1979 წელს ირაკლი სიმონიამ დაამთავრა თბილისის 52-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა 1985 წელს.

ირაკლი სიმონია 1986-1988 წლებში მუშაობდა ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში. 1988-2008 წლებში - აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად.

არის გამოგონების ავტორი ტექნიკური ფიზიკის დარგში - „ზედაპირის მიკროსტრუქტურის გამოვლენის ხერხი“ (საქპატენტი, პატენტი GE404, 1996 წელი).

1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით.

2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ასტრონომიის მიმართულებით.

2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ჯეიმს კუკის უნივერსიტეტში (ავსტრალია).  

ირაკლი სიმონია არის 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კომეტების ასტროფიზიკა, ვარსკვლავთგარემომცველი მატერიის ფიზიკა და ქიმია, ძველი ასტრონომია. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს, როგორც ასტრონომიის ისტორიას, ასევე არქეოასტრონომიას. კერძოდ, მან გამოიკვლია დასავლეთ ევროპაში განმანათლებლობის ხანის ასტრონომიული ცოდნის განვითარება, გამოიკვლია კოსმოლოგიური მსოფლმხედველობის განვითარება და ასტრონომიული ცოდნა ძველ საქართველოში. მან შექმნა მსოფლიოში პირველი არქეოასტრონომიის სადოქტორო პროგრამა, აგრეთვე ხელმძღვანელობს მოლეკულური ასტროფიზიკის სადოქტორო პროგრამას. 

2011 წლიდან არის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი და ასევე, აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი.

2021 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ირაკლი სიმონიას სახელი მცირე პლანეტას მიანიჭა - ახლა ის იძებნება, როგორც „124398 Iraklisimonia“. ეს მცირე პლანეტა, მარსსა და იუპიტერს შორის, 2001 წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა როი ტაკერმა.

ირაკლი სიმონიამ 1984 წელს იქორწინა ციცინო ბაქრაძეზე. მათ ორი შვილი ჰყავთ: ვაჟი - მიხეილი (1988) და ქალიშვილი - ნინო (1993).

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_სიმონია 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/31286907.html

3. https://faculty.iliauni.edu.ge/engi/irakli-simonia/


Share: