The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე შვანგირაძე

ალექსანდრე შვანგირაძე
Date of birth:15 June, 1905
Date of death:5 July, 1941  (at 36 years)
Category:Medical Doctor

Biography

ალექსანდრე შვანგირაძე დაიბადა 1905 წლის 15 ივნისს, რიგაში. მამამისი, გიორგი შვანგირაძე 1905 წლიდან რიგაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრ “Royal Bio”-ს. დედა ეროვნებით შვედი იყო. ჰყავდათ ქალ-ვაჟი. ალექსანდრემ დაამთავრა რიგის რუსული გიმნაზია, ხოლო შემდეგ ლატვიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1934). ქირურგის სპეციალობით მუშაობდა ჯერ ლიეპაიაში (1940 წლამდე), ხოლო შემდეგ დაინიშნა კულდიგის საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგიის განყოფილების გამგედ. 1929 წლის იანვარში შალვა მაღლაკელიძისა და გიორგი შვანგირაძის ინიციატივით, რიგაში შეიქმნა პირველი კავკასიური საზოგადოება - „ივერია“. თავდაპირველად მასში გაერთიანდა 20 ადამიანი, რომელთაგან 13 ქართველი იყო. მალე მათ შეუერთდნენ ლატვიაში მცხოვრები სხვა კავკასიელი ხალხების წარმომადგენლებიც, რის გამოც იმავე წლის ივლისიდან საზოგადოებას „კავკასია“ ეწოდა. ალექსანდრე შვანგირაძე სტუდენტობიდან კავკასიური საზოგადოების გამგეობის წევრი იყო. 1933 წელს, საზოგადოება „კავკასიაში“ მომხდარი უთანხმოების გამო, ეს ორგანიზაცია დატოვეს ქართველებმა და იმავე წლის ნოემბერში საკუთარი, დამოუკიდებელი საზოგადოება ჩამოაყალიბეს. გიორგი შვანგირაძის შვილები, ალექსანდრე და ნინო, გამგეობის წევრებად აირჩიეს. ალექსანდრე შვანგირაძე, სანიტარ არნოლდ შვანთან ერთად, გერმანელებმა დახვრიტეს 1941 წლის 5 ივლისს, კულდიგას მახლობლად, დაჭრილ წითელარმიელთა მკურნალობის საბაბით, ალექსანდრეს ლატვიელი მეუღლე 1944 წლიდან ემიგრაციაში წავიდა.

წყაროები:
1.ჯავახიშვილი ნიკო. ქართული ემიგრაცია ლატვიაში: 1921-1941 წწ.) // შრომათა კრებული = Collection of the Works / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. - გორი . – 2016. –N 12. - გვ. 273-291. 


Share: