The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მაჭუტაძე

Date of birth:August, 1874
Date of death:August, 1922  (at 48 years)
Burial location:პოკროვსკოეს სასაფლაო, რიგა, ლატვია
Category:Diplomat

Biography

გიორგი მაჭუტაძე დაიბადა 1874 წელს აზნაურ მიხეილ ბეჟანის ძე მაჭუტაძის ოჯახში. დედა - ივლიტა გიორგის ასული გაგუა.

1921 წლის იანვრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიო კონსული ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საკონსულო მდებარეობდა ქალაქ რიგაში.

გარდაიცვალა 1922 წლის აგვისტოში, რიგაში. ამის შესახებ 13 აგვისტოს იუწყებოდა რიგაში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი "Сегодня". დაკრძალულია ამავე ქალაქში პოკროვსკოეს სასაფლაოზე.

გიორგი მაჭუტაძეს ჰყავდა ორი ვაჟი - დიმიტრი და ალექსანდრე მაჭუტაძეები. 

წყარო:

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.263

2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_მაჭუტაძე 

3. ჯავახიშვილი ნიკო. ქართული ემიგრაცია ლატვიაში: 1921-1941 წწ.) // შრომათა კრებული = Collection of the Works / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. - გორი . – 2016. –N 12. - გვ273-291.


Share: