The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეგორ დადიანი

ეგორ დადიანი
Legal name:გიორგი დადიანი
Date of birth:1683
Date of death:12 June, 1765  (at 82 years)
Burial location:დონის მონასტრის მირქმის ტაძარი. მოსკოვი, რუსეთი
Category:Nobleman

Biography

გიორგი (ეგორ) ლევანის (ლეონტის) ძე დადიანი (დადიანოვი) დაიბადა 1683 წელს, ზუგდიდში. 

მამამისი, სამეგრელოს მთავარი ლევან IV დადიანი იყო დადიანთა პირველი დინასტიის უკანასკნელი მმართველი ოდიშში. დედა - თინათინ ბაგრატიონი, იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის ასული.

1700 წლიდან გიორგი დადიანი ემიგრაციაში იყო მოსკოვში. ის იყო ერთ–ერთი პირველი ქართველი, რომელიც კარგად დაეუფლა რუსულ ენას. ასრულებდა დიპლომატიურ დავალებებს, მთარგმნელისა და თარჯიმნის მოვალეობას რუსეთის სამეფო კარსა და მოსკოვში ემიგრირებულ ქართველებს შორის მოლაპარაკებების დროს. უძღვებოდა მიმოწერას საქართველოსთან;

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1725);

თავისი სახსრებით მონაწილეობა მიიღო მოსკოვში სუხარევის კოშკის განახლებაში; 

დაეხმარა მომავალში ცნობილ არქიტექტორს, პეტრე ეგოროვს, რომელმაც დაწყებითი განათლება ეგორ დადიანის ოჯახში მიიღო, 1788 წელს კი მისი რეკომენდაციით ჩავიდა პეტერბურგში არქიტექტურის შესასწავლად;

იღვწოდა განათლების განვითარებისთვის და 10 000 მანეთი შესწირა მოსკოვის უნივერსიტეტს.

გიორგი დადიანი არის დადიანოვების მოსკოვის შტოს დამფუძნებელი. თავადის მფლობელობაში იყო მამული „კრასნოე“ მოსკოვის გუბერნიის პოდოლსკის ოლქში.

ცოლად ჰყავდა რუსეთის არტილერიის გენერალ-ფელდცეიხმაისტერის, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის ქალიშვილი სოფიო იმერეტინსკაია (1691, 18 სექტემბერი- 1747, 4 იანვარი); მისი გარდაცვალების შემდეგ გიორგი დადიანს მემკვიდრეობით ერგო მამულები ნიჟეგოროდის მაზრაში.

მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: ნიკოლოზი (1712-1752), პეტრე (1716-1784) და მიხეილი (1724-1768).

ეგორ დადიანი გარდაიცვალა მოსკოვში, 1765 წლის 12 ივნისს. ცოლ-შვილთან ერთად განისვენებს მოსკოვში, დონის მონასტრის მირქმის ტაძარში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.251 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_დადიანი_(გენერალი)

3. https://ru.wikipedia.org/wiki//Дадиани,_Егор_Леонтьевич

 


Share: