The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზაალ გარაყანიძე

Date of birth:16??
Date of death:1741
Category:Diplomat

Biography

ზაალ გარაყანიძე არჩილ II-ის კარზე მოღვაწეობდა. XVII საუკუნის 80–იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე რუსეთის გზას დაადგა, იგი მას თან ახლდა, რადგან მისი ნაბოლარა ვაჟის მამამძუძე გახლდათ. სამწუხაროდ, მისი აღსაზრდელი 7 წლის ასაკში გარდაიცვალა და არჩილის ერთგული აზნაური მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა – ალექსანდრემ დაიახლოვა.

ზაალ გარაყანიძე გახდა ალექსანდრე ბატონიშვილის სახლთუხუცესი. როდესაც ალექსანდრე პეტრე პირველს გაჰყვა ევროპაში „დიდი ელჩობის” შემადგენლობაში (1697 წელს), მას სამი ქართველი მსახური ახლდა და, საფიქრებელია, რომ ერთ-ერთი მათგანი ზაალ გარაყანიძე იყო.

ზაალ გარაყანიძე იბრძოდა ნარვასთან 1700 წელს, სადაც ბატონიშვილთან ერთად ტყვედ ჩავარდა და 8 წელიწადი შვედური ჯურღმულები ხეხა. ალექსანდრემ პეტრეს წერილი გაუგზავნა და პერსონალურად მოითხოვა მისი სახლთუხუცესის გათავისუფლება შვედ ტყვეებზე გაცვლის გზით. პეტრემ თხოვნა 1708 წლის 19 ივლისს შეუსრულა და ზაალი მოსკოვში დაბრუნდა. 1711 წელს არჩილ II-მ იგი თავის ძმისწულთან – ვახტანგ მეექვსესთან ქართლში გაგზავნა მნიშვნელოვანი დავალებით.

1712 წელს მეფე ვახტანგმა ზაალ გარაყანიძეს თრიალეთში სოფელი თეთრი წყარო უბოძება: „... ესე მამულის წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა დიდათ ერთგულთა და მრავალფერად ერთგულად და თავდადებით ნამსახურსა და გარჯილთა, გარაყანიძეს ზაალს და შვილსა შენსა დავითს... გიბოძეთ თრიალეთზედ ჩვენი სახასო სოფელი თეთრი წყარო მას შიგან მსახლობარის გლეხებითა, სახნავ სათიბითა, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრით...“.
ამ ამბიდან ახლო ხანებში ზაალს რაღაც სენი შეეყარა და მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მყოფს, ღმერთისთვის უთხოვია, ოღონდ გადამარჩინე და, ბერად შევდგები და დარჩენილ სიცოცხლეს შენი სახელის დიდებას შევწირავო.

ქართლის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის სამხედრო–პოლიტიკური კავშირის დროს კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ ზაალ გარაყანიძე რუსეთში ელჩად გაგზავნა; მოსკოვში ბერად აღიკვეცა, ბერობაში მისი საერო სახელი ზებედეთი შეიცვალა. შემდეგ ნოვგოროდში გადავიდა, სადაც იოსებ სამებელის დასის წევრი გახდა და გადაწერა ქართული წიგნები.

გარდაიცვალა 1741 წელს.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.555 

2. გარაყანიძე გელა.რისთვის უბოძა ვახტანგ მეექვსემ ზაალ გარაყანიძეს სოფელი თეთრი წყარო და რა ურთიერთობა ჰქონდა ამ უკანასკნელს დავით გურამიშვილთან : უცნობი დეტალები : ინტერვიუ / გელა გარაყანიძე // თბილისელები. - თბილისი, 2010. - 2-8 აგვისტო. - N31. - გვ.25; http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=5459


Share: