The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ გელოვანი

არჩილ გელოვანი
Date of birth:15 December, 1974  (49 years)
Category:Entertainer

Biography

ბიზ­ნეს­მე­ნი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი არ­ჩილ ვიქტორის ძე გე­ლო­ვა­ნი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მოღვაწეობს. დაიბადა 1974 წლის 15 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­ში. გა­ი­ზარ­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ოჯახ­ში. ბა­ბუა, მისი სეხნია, არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნი, მარ­შა­ლი გახ­ლდათ, მამა, ვიქ­ტორ გე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი იყო. დედა, ნანა ანჯაფარიძე მუშაობდა კარ­დი­ო­ლო­გად და სამ­ხედ­რო ექი­მად.

1991 წელს არჩილ გე­ლო­ვან­მა სწავ­ლა რუ­სეთ­ში MGIMO-ში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტი ) და­ი­წყო. სამი წლის შემ­დეგ აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა. 1994 წელს მუშაობდა კომპანია Ascop corporation-ში, ნიუ-იორკში. 1996 წელს სწავლა გააგრძელა ჯერ ჰარ­ვარ­დის, შემ­დეგ კი ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.

მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 1999 წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად შექ­მნა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია METRA.

2001 წლი­დან და­ი­წყო ინ­ვეს­ტი­რე­ბა მომ­გე­ბი­ან მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ში.

და­ა­არ­სა კომ­პა­ნია „General Nano Optics“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყო

ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რი ლა­ზე­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და წარ­მო­ე­ბა­ში. ასე­ვე, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა

ასო­ცი­ა­ცია NEOZINC, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს სპე­ცი­ა­ლურ დამ­ცავ სა­ფა­რებს ლი­თო­ნის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით არჩილ გე­ლო­ვან­მა გა­და­წყვი­ტა ბედი კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ეცა­და. 2006 წელს დააფუძნა კ/კომპანია "დამოუკიდებელი კინოპროექტი" (2009 წლამდე-გენერალური პროდიუსერი). 

2007 წლი­დან და­ი­წყო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა.

2009-დან 2011 წლამ­დე - სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნულ კი­ნო­ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კინოსტუ­დი­ის ოქ­როს ფონდის არქივის აღ­დგე­ნა­ში.

2009 წლიდან ს/ს "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. პროდიუსერი ფილმებისა: "რუსული სამკუთხედი" (ა. ცაბაძე, 2007); "იგორ სანოვიჩი, ესკიზები პორტრეტისთვის" (დოკ. ა. რეხვიაშვილი, 2008); "ქალები საქართველოდან" (დოკ. ლ. კოღუაშვილი, 2008); "სამი სახლი" (ზ. ურუშაძე, 2008); "სახლი სიხარულისა" (დოკ. მ. კოკოჩაშვილი, 2008); "საუბარი ელდარ შენგელაიასთან" (დ. ცინცაძე, 2008); "კონფლიქტის ზონა" (ვ. ბურდული, 2009); "ქუჩის დღეები" (ლ. კოღუაშვილი, 2010); "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცუბაძე, 2010); "უშენოდ მგონი მოვკვდები" (ვ. უგულავასთან ერთად/ ლ. თუთბერიძე, 2010); "მონადირე" (ს. სელიანოვთან ერთად /ბ. ბაკურაძე, 2011, რუსეთი); „სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" (რ. გიგინეიშვილი, 2012); „საზღვრების გარეშე (რ. გიგინეიშვილი, რ. პრიგუნოვი, 2015)და სხვა.

თა­ვა­დაც სცა­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. 2006 წელს "ბუ­მე­რის" მე­ო­რე ნა­წილ­ში ითა­მა­შა, ხოლო 2008 წელს - ფილმში "სი­ხა­რუ­ლის სახ­ლი".

არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ვაჟი, ნიკოლოზი (2009). მე­ო­რედ მსახიობ ოქ­სა­ნა აკინ­ში­ნა­ზე და­ქორ­წინ­და. შეეძინათ ქალ-ვაჟი: კონსტანტინე (2013) და ემი (2017).

არჩილ გელოვანის მრავალმხრივ მოღვაწეობას შორის აღსანიშნავია მისი მეცენატობა. მან თბილისის ხელოვნების სასახლისთვის შეიძინა რარიტეტული წიგნები და ფერწერული ნამუშევრები. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ამ სასახლის რესტავრაციაში, რისთვისაც სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს.

2021 წლის 17 მაისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განკარგულება არჩილ გელოვანის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki//Геловани,_Арчил_Викторович_(продюсер)

ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.59;

2. https://24smi.org/celebrity/4027-archil-gelovani.html 

3. გელოვანი არჩილ. არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი: ინტერვიუ // ok! საქართველო: თბილისი, 2021. ივლისი. N84. გვ. 36-37.


Share: