The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნატალია ნეფარიძე

ნატალია ნეფარიძე
Other name:ნატა  (Acronym)
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

ექიმი ნატალია (ნატა) ნეფარიძე გახლავთ წმ. ლუკას ჰოსპიტალის (ნიურბერგი, ნიუ იორკი), ვასარ ბრაზერსის ჰოსპიტალისა (პექიფსი, ნიუ იორკი) და წმ. ფრანსის ჰოსპიტალის (პექიფსი, ნიუ იორკი) ექიმი-ონკოლოგი.

უმაღლესი სამედიცინო განათლება საქართველოში მიიღო. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა განსაკუთრებით დაინტერესდა ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის ბაზისური საფუძვლებით და მოლეკულური მექანიზმებით.
ნატა ნეფარიძის ამერიკაში ჩასვლის მიზანი კლინკური კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

პირველ ეტაპზე კლინიკური როტაციები ჰქონდა ნიუ-იორკის მაიმონიდის მედიკალ ცენტრში. მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობდა სამეცნიერო ლაბორატორიაში ბაზისურ სამეცნიერო კვლევებზე, კერძოდ ბიოლოგიური რეცეფტორების კვლევაზე სხვადასხვა ქსოვილებში.

გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ჩიკაგოში, Northwestern University-ში. შემდეგ კი გადავიდა კონექტიკუტში Yale University-ში, სადაც სამეცნიერო ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მუშაობდა, ზოგადად ინ ვიტრო და ინ ვივო ექსპერიმენტებზე ზოგად თერაპიაში, აგრეთვე, ლაიმის დაავადებებზე.

2004-2007 წლებში Yale University-ის ბაზაზე, სან რაფაელის ჰოსპიტალის კამპუსში, გაიარა კლინიკური რეზიდენტურა ზოგად თერაპიაში.

2007-2010 წლებში კი კლინიკური და სამეცნიერო Fellowship-ი გააკეთა ონკოლოგიასა და ჰემატომიაში. ასევე, ნიუ-იორკში, St. Lucie-ს ჰოსპიტალში გაიარა კლინიკური პრაქტიკა ონკოლოგიასა და ჰემატომიაში.

2012 წელს ახალგაზრდა მეცნიერი ისევ დაბრუნდა კონექტიკუტში Yale University-ის კიბოს ცენტრში, ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ფაკულტეტზე, როგორც ფაკულტეტის პროფესორი და დღემდე აქ მოღვაწეობს. მისი ძირითადი სამეცნიერო სფერო ეხება, ძვლის ტვინის სიმსივნეებს, ონკო- ჰემატოლოგიას, როგორიც არის მრავლობითი მიელომა და ლიმფომა.
წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/natalia-nepharidze-eqimi-da-metsnieri-ashsh/


Share: