The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაკა კეკელიძე

მაკა კეკელიძე
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

მაკა კეკელიძე დაიბადა თბილისში, ლია და ნოდარ კეკელიძეების ოჯახში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ასპირანტურაში კლინიკური დიაგნოსტიკის ინსტიტუტში, რადიოლოგიის მიმართულებით. 1990-ანების ბოლოს აქვე დაიცვა დისერტაცია ონკორადიოლოგიაში (ხელმძღვანელი: პროფესორი დათო გოცაძე).

2004 წელს მოიპოვა Dereck-Harwood-Nesh Fellowship-ი ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტში.

ამერიკაში მსოფლიოს წამყვან რადიოლოგებთან ერთად  მუშაობდა. პროფესორი პაბლო როსი და სტივენ სილვერმანი— ეს ის სახელებია, ვინც აბდომინალური და უროლოგიური რადიოლოგია შექმნეს. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება ახალგაზრდა ექიმზე რეზიდენტურის სისტემამ და ტრენირების მეთოდმა მოახდინა. მაშინ  გადაწყვიტა რადიოლოგიაში დასავლური სწავლების მეთოდით მიეღწია განვითარებისთვის.
ამ პერიოდში მაკას მეუღლემ სამუშაოს შემოთავაზება მიიღო როტერდამში და ოჯახი ჰოლანდიაში გაემგზავრა. ჰოლანდიაში ქართული სამედიცინო დიპლომი არ იყო აღიარებული და დაიწყო ურთულესი გზა: ჰოლანდიური ენის შესწავლა, Erasmus Medical University=ს დამთავრება და სამედიცინო დიპლომის თავიდან მოპოვება.

პარალელურად, სამეცნიერო სფეროშიც მუშაობდა ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად. 2010 წელს, კომპიუტერულ ტომოგრაფიულ უროგრაფიის ახალ მეთოდზე გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Radiology-ში, რომელმაც წლის საუკეთესო ნაშრომის შეფასება მოიპოვა.

ეს მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტისათვის გამოყენებულ რადიაციულ დოზას, დღეისათვის ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა კლინიკაშია დანერგილი, მათ შორის Brigham and Womens Hospital-ში, ბოსტონში, სადაც მაკა კეკელიძემ ტრენირება გაიარა. თუმცა სხვადასხვა ჯილდოებსა და აღიარებებს შორის, რომლებიც მაკას ჰოლანდიის და შვეიცარიის სახელით მიუღია, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრიასა და შვედეთში – European Congress of Radiology-ზე, საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოა.
სამეცნიერო ჟურნალ Radiology-ში პუბლიკაციისა და სხვა ჯილდოების საფუძველზე, რომელსაც განეკუთვნება ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური ასოციაციის Maria Sklodowska-Curies-ის ჯილდო, ქართველ ექიმს მისცა შესაძლებლობა რეზიდენტურა დაეწყო Erasmus Medical University-ში, რომელიც ევროპის წამყვან რადიოლოგიურ განყოფილებებს მიეკუთვნება.
2014 წელს მაკა კეკელიძემ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის ურორადიოლოგიის ასოსიაციის კონგრესზე პირველი ხარისხის ჯილდო მოიპოვა პროსტატის კიბოს მაგნიტურ რეზონანსული კვლევის საუკეთესო ნაშრომისათვის, რის შემდეგაც მიიწვიეს ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შვეიცარიაში მუშაობისთვის გერმანული ენის შესწავლა მოუხდა. მოგვიანებით, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა სუბსპეციალიზაცია ურორადიოლოგიაში, ცნობილ უროლოგთან – Urs Studer-თან.

კომპიუტერულ ტომოგრაფიაში კი მისი ხელმძღვანელი პროფესორი პეტერ ფოკი იყო, რომელმაც პირველი სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
მაკა კეკელიძე, ამჟამად, შვეიცარიაში, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკის დაქვემდებარებულ კლინიკაში, რადიოლოგიაში მუშაობს, წამყვანი სპეციალობით ონკოლოგიურ, აბდომინალურ და უროლოგიურ რადიოლოგიაში. ასევე, ხელმძღვანელობს რეზიდენტურის პროგრამას.

2021 წელს აირჩიეს სამეცნიერო ჟურნალ ”European Radiology“-ს ედიტორიულ ბორდში.
წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/maka-kekelidze-eqimi-shveitsaria/ 


Share: