The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გელა კესიდი

გელა კესიდი
Date of birth:23 May, 1959  (65 years)
Category:Sculptor

Biography

მოქანდაკე გელა კესიდი დაიბადა 1959 წლის 23 მაისს, თბილისში. მამა ბერძენი ჰყავს, დედა -ქართველი.

განათლება: 1973-1977 წწ.  -  თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ქანდაკების ფაკულტეტი; 1983-1989 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი; პროფესიულად დაოსტატდა გიორგი ოჩიაურის სახელოსნოში.

1977-1980 წწ. მუშაობდა ბრინჯაოს მხატვრული ჩამოსხმის სასწავლებელში; 1980-1983 წწ. იყო სცენოგრაფი თბილისის კინოსტუდიაში, 1984-1987 წლებში კი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში; 1987 წელს ასწავლიდა პრაღის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილებაზე;

1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში;

2003 წლიდან ასწავლის ქანდაკებას კორდელიოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში (თესსალონიკი);

სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში:

პერსონალური გამოფენები: 2016 - თბილისი, საქართველო; 2007 - “Strahovskeno Monastery”, პრაღა, ჩეხეთი; 2005 - “Muenchner Kuestlerhaus”, მიუნხენი, გერმანია;

2004 - გალერეა “Rarity”, საბერძნეთი; 2003 - თესალონიკის არქეოლოგიის მუზეუმი, საბერძნეთი და სხვა;

მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ბიენალესა და მოქანდაკეთა საერთშორისო სიმპოზიუმებზე. არის მოქანდაკეთა საერთეშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი: ქ. კავალა -1999; ქ. დრამა-2000, 2001, 2002.;  ქ. თესალონიკი-1997, 1998, 1999, 2003 და სხვა.

გელა კესიდის ნამუშევრები ამშვენებენ მსოფლიოს არაერთ ქალაქს და გალერეას: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, თურქეთი, ჩინეთი, საბერძნეთი, იაპონია, იტალია, რუსეთი, ჰოლანდია და სხვა; დაცულია კერძო კოლექციებშიც; 

მოქანდაკე უკვე 30 წელიწადია, რაც ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში, ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა საქართველოსთან არც პიროვნული და არც შემოქმედებითი კავშირი არ გაუწყვეტია, პირიქით, მის მოღვაწეობაში პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ქართულ-ბერძნულ შემოქმედებითი ურთიერთობის განვითარებას.

2016 წლის მაისში მერაბ ბერძენიშვილის თაოსნობით თბილისში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“, რომელზეც ბატონი მერაბის გადაწყვეტილებით საბერძნეთს წარმოადგენდა გელა კესიდი.

მოქანდაკე არის საქართველოს და, ასევე, საბერძნეთის მხატვართა კავშირის წევრი.

2016 წელს, გელა კესიდიმ მადლიერების ნიშნად თბილისს საჩუქრად გადასცა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება - „განსხეულებული პოეზია“, რომელიც "მწერლის სახლის“ ეზოში დაიდგა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/kesidi-gela.html 

2. ჯანბერიძე გიორგი. გელა კესიდი:[ალბომი]/ავტორი, შემდგენელი, დიზაინი გიორგი ჯანბერიძე; ინგლისური თარგმანი ნინო კაკიაშვილი; ბერძნული თარგმანი სვეტლანა ბერიკაშვილი. - თბილისი, 2017


Share: