The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ ბერეჟიანი

ზურაბ ბერეჟიანი
Date of birth:196?
Category:Physicist

Biography

ასტროფიზიკოსი ზურაბ ბერეჟიანი 1999 წლიდან იტალიაში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც იტალიის ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა. ამჟამად ის ლაკვილას უნივერსიტეტის პროფესორია ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტზე (Aquila U. & Gran Sasso). პარალელურად  მოღვაწეობს ბირთვული ფიზიკის ნაციონალურ ინსტიტუტში (INFN).

ზურაბ ბერეჟიანი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი ინიციატივით, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არაერთმა ქართველმა სტუდენტმა მოახერხა სასწავლებლად  გამგზავრება იტალიაში.

მეცნიერს ხშირად იწვევენ საქართველოში საჯარო ლექციების წასაკითხად.

2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის  მიერ მოწყობილ ყოველწლიურ სამეცნიერო ღონისძიებაში, საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმში.

ზურაბ ბერეჟიანი ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების (ენფგ) თანამშრომელია. თავდაპირველად, ის მუშაობდა ელემენტარული ნაწილაკების თეორიებზე, შემდეგ ამას დაემატა სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის საკითხები, შავი ხვრელი და მასთან დაკავშირებული პარადოქსები, კვანტური გრავიტაციის გადაუჭრელი პრობლემები და სხვა.

მეცნიერი დაინტერესებულია ელემენტარული ნაწილაკების და ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ახალი თეორიებით.

2019 წელს თბილისის საკრებულოში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ექვს სხვადასხვა ნომინაციაში. ზურაბ ბერეჟიანმა ჯილდო მიიღო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის.

2022 წელს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თსუ-მ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილე დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან, ლექციები წაიკითხეს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა - გია დვალმა,  ზურაბ ბერეჟიანმა და არჩილ კობახიძემ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ზურაბ ბერეჟიანი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა საქართველოში ფიზიკის პოპულარიზაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

წყარო:

1. https://ghn.ge/news/54671 

2. https://www.gda.ge/pages/2019-tslis-gamarjvebulebi


Share: