The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაია ნავერიანი

მაია ნავერიანი
Date of birth:1966  (58 years)
Category:Painter

Biography

მაია ნავერიანი დაიბადა 1966 წელს, საქართველოში. ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.

1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე მხატვარ გია ეძგვერაძის კერძო კლასში.

1989 წელს ინგლისელ ახალგაზრდაზე იქორწინა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. ლაურეატობასთან ერთად მიიღო საკმაოდ დიდი ფულადი ჯილდო, რამაც საშუალება მისცა განეხორციელებინა რამდენიმე არტ-პროექტი.

იმ დროიდან მოყოლებული მაია ნავერიანის აქტიურად ხდება ნამუშევრების გამოფენა დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ.;

ასევე, 2004 – 2006 წლებში მონაწილეობას იღებდა პერფორმანსებში, გია ეძგვერაძის მიერ შექმნილ ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა: Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორფი.

გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.

საქართველოში ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა პირველად 2015 წელს მოეწყო, 25 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ. სოლო გამოფენაზე სახელწოდებით „House of Forward Thinking“, წარმოდგენილი იყო 2005-2015 წწ. ლონდონში შესრულებული ნამუშევრები. მანამდე, მხოლოდ დასავლეთში ჰქონდა გამოფენები.

მას შემდეგ მაიას თბილისში კიდევ ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა: "New Wave Tourist" (2021) და „MMMMM (Many Men Make Much Money“ (2019). ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებშიც.

მაია ნავერიანის შემოქმედება სავსეა ტექსტებითა და მინიშნებებით. მისი ნამუშევრები ტექსტს დაყრდნობილ ხელოვნების ნაწილადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მაიას შემოქმედება უფრო ფართო და მრავალშრიანია იმისთვის, რომ ის ერთ კონკრეტულ მიმდინარეობაში მოვათავსოთ.

წყარო: 

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/n-r/naveriani-maia.html 

2. https://forbes.ge/daikarga-thormeti-qali/

3. http://danarti.org/ka/article/maia/66


Share: