The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ ხეჩინაშვილი-მარგველაშვილი

მარიამ ხეჩინაშვილი-მარგველაშვილი
Date of birth:15 August, 1896
Date of death:22 June, 1933  (at 36 years)
Category:Humanitarian

Biography

მარიამ (მარუსა) ხეჩინაშვილი დაიბადა 1896 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში.

ხეჩინაშვილები წარმოშობით მესხეთიდან (უდე) იყვნენ. უცნობია როდის გადასახლდნენ მათი წინაპრები ქუთაისში.

მარიამის მამა, სიმონ ხეჩინაშვილი ცნობილი ექიმი, საზოგადო მოღვაწე და ქალაქის ხმოსანი გახლდათ. დედა იყო ელისაბედ ქუთათელაძე.

ოჯახმა მარიამ ხეჩინაშვილს კარგი განათლება მისცა. მას ჰქონდა მუსიკალური და სამედიცინო განათლება და ფლობდა უცხო ენებს.

მარუსამ (როგორც შინაურობაში ეძახდნენ) ერთ-ერთ ზაფხულს, ბორჯომში, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, გერმანიიდან ახლად დაბრუნებული ტიტე მარგველაშვილი გაიცნო და მალე ოჯახიც შექმნეს. 1920 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მათი ქალიშვილი - ელისაბედ მარგველაშვილი.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე ერთი კვირით ადრე, ტიტე მარგველაშვილი გაემგზავრა ბათუმში, იქიდან კი გემით „ოლენ“ პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე თვე სტამბოლში გაჩერდა, 1921 წლის ივლისში კი  სტამბოლიდან ბერლინში ჩავიდა.

მარიამ ხეჩინაშვილი და მისი მციეწლოვანი ასული, ელიზაბეტ მარგველაშვილი ბერლინში მოგვიანებით, 1922 წელს ტიტეს ძმამ, ვასიკო მარგველაშვილმა ჩაიყვანა.

როგორც ემიგრანტების უმრავლესობა, მარიამ და ტიტე მარგველაშვილებსაც უჭირდათ ბერლინში და არსებობისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ.

1925 წელს ბერლინში სამკურნალოდ ჩავიდა მარუსას მამა - სიმონი და მიუხედავად თირკმელების წარმატებული ოპერაციისა რამდენიმე დღეში იქ გარდაიცვალა. ამ ამბავმა მარიამზე ძალიან იმოქმედა.

1927 წლის 14 დეკემბერს შეეძინათ მეორე შვილი - გივი მარგველაშვილი.

მარიამ ხეჩინაშვილმა ემიგრაციაში ცხოვრებას ვერ გაუძლო, დეპრესია დაეწყო და 1933 წლის 22 ივნისს, 36 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო:

http://archive.ge/ka/biography/29


Share: