The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოგი ოქროპირიძე

გოგი ოქროპირიძე
Date of birth:1962  (62 years)
Category:Sculptor

Biography

მოქანდაკე გოგი ოქროპირიძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. 1980-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ავსტრიაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობს და ამ პერიოდის განმავლობაში როგორც ხელოვანმა, არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.

გოგი ოქროპირიძე კარგა ხანია, სათავეში უდგას ვენაში ჩამოყალიბებულ გაერთიანება “კულტურშმიდეს”, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა.

”კულტურშმიდე” ქართულად ”კულტურის სამჭედლოს” ნიშნავს და ამ შემთხვევაში სახელი მართლაც რომ გამართლებულია, რადგან გოგი ოქროპირიძე თავად ლითონზე მომუშავე მოქანდაკე და რესტავრატორია. მთავარი კი ის არის, რომ ”კულტურის სამჭედლო” გულისხმობს სივრცეს, სადაც ადამიანები იდეებს გაცვლიან, ერთად იმუშავებენ და არა მარტო ”რკინას გააცოცხლებენ”, არამედ გააცოცხლებენ კულტურას, რომელსაც შეზღუდული სივრცე განვითარებაში უშლის ხელს.

გოგი ოქროპირიძე 1989 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებსა და გამოფენებში. მათ შორისაა: 1989 - გამოფენა "რუსული გონება", გრაცი;

2002 - სოჰო, ოტაკრინგი, გამოფენა WUK - პროექტის სივრცე; ქანდაკება საჯარო სივრცეში - აფრებიანი ვაგონი, ვენა; თვის ხელოვნება - ოქტომბერი, ORF - კლუბის კულტურა, გაწმენდა - მუზეუმების კუნძული;

2009 - სოჰო ოტაკრინგი - „Museum der Trinksprüche " თანამედროვე ხელოვნება საქართველოდან, შატო დე სან-ავენთი, საფრანგეთი. გაეცანით ხელოვნებას, ვენის ხელოვნების კვირეული 2009; ფესტივალ არტისტერიუმი, თბილისი, საქართველო;

2015 - გალერეა ნექტარი, თბილისი, საქართველო;

2016 - ლურჯი საბჭოთა მანქანა. პოპიაშვილი-ღვაბერიძის ვინდოუ პროჯექთი, თბილისი, საქართველო და სხვ.;

2019 წელს გოგი ოქროპირიძემ კიდევ ორ ქართველ მხატვართან, ვახო ბუღაძესა და გურამ წიბახაშვილთან ერთად მოაწყო გამოფენა თბილისში, „ქარვასლაში“, სახელწოდებით - ”შინისაკენ და უკან”. ექსპოზიციაში ერთ მხარეს იყო გოგი ოქროპირიძის ინსტალაცია - მწვანე ბალახი, რომელზეც ყრია ლითონის თვითმფრინავები, უფრო სწორად, ქაღალდის თვითმფრინავების ”აღმნიშვნელი” ლითონის თვითმფრინავები, და მეორე მხარეს - ვახო ბუღაძის კედელზე დაკიდებული 5 ფერწერული ტილო, სერია ”ღრუბლები”, და გურამ წიბახაშვილის სერია ”ზღვა”.

ეს იყო არაკომერციული გამოფენა, რომლის მთავარი პრინციპი კომუნიკაციაა - კომუნიკაცია დამთვალიერებელსა და ექსპონატებს შორის და  კომუნიკაცია თავად მხატვრებს შორის - უფრო სწორად, მოქანდაკეს, ფერმწერსა და ფოტოხელოვანს შორის.

წყარო:
1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/n-r/okropiridze-gogi.html

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/2097577.html


Share: