The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათია კალანდაძე

ნათია კალანდაძე
Date of birth:1972  (52 years)
Category:Painter

Biography

ნათია კალანდაძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. ამჟამად, ხელოვანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენაში.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1982 წელს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ,1994 წლიდან, სწავლა განაგრძო ვენაში. 1994-1999 წლებში სწავლობდა ვენის სამხატვრო აკადემიაში მიქელანჯელო პისტოლეტოს სკულპტურის კლასში. მოგვიანებით კი კვლავ ფერწერას დაუბრუნდა.

2010 წლის 21 ოქტომბერს ვენაში ჩატარდა ევრო–აზიური კულტურისა და ხელოვნების გალერეის ინაგურაცია. გალერეა ფილიპინელ პარტნიორ ჯეკი მაუერსბერგთან ერთად, გახსნა თბილისის N გალერეის მფლობელმა ნინო მეტრეველმა. გამოფენაზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის, წარსულისა და დღევანდელობის მხატვრებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ვენასა და პარიზში მცხოვრები ქართველ ხელოვანები: ნათია კალანდაძე, თამუნა სირბილაძე, კაკო თოფურია და გოგი ოქროპირიძე.

 წყარო:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/natia-kalandadze-ukhilav-pardashi/27516743.html

2. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/kalandadze-natia.html 

 


Share: