The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთი კაპანაძე

ქეთი კაპანაძე
Date of birth:1962  (62 years)
Category:Artist

Biography

ქეთი კაპანაძე გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვარია, რომელიც აქტიურად მუშაობს თანამედროვე რადიკალური ხელოვნების პრობლემებზე.

დაიბადა 1962 წელს, თბილისში. 13 წლის ასაკში დედამ კერძო ხატვის კლასში მიიყვანა, 1978-1882 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ქანდაკების ფალულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ განათლება გია ეძგვერაძის კერძო კლასში განაგრძო.

1980-იანი წლები ქეთის, როგორც მხატვრის, შემოქმედების დასაწყისია. 1983 წლიდან ის მინიმალისტურ და 1990 წლიდან კი კონცეპტუალურ ხელოვნებაში მუშაობს. საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი ქალი კონცეპტუალური არტისტი – ასე ახასიათებენ დღეს ხელოვანს. თავის ნამუშევრებში იგი განზრახ სვამს კითხვას ინდივიდის შესახებ. სწორედ ეს ფორმა ხდება მისი კონცეპტუალური მეთოდი, სადაც ფოტოგრაფია მხატვრული გამოხატვის ხერხია.

1983-1990-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად, ხელოვანს უკვე შექმნილი ჰქონდა პირველი კონცეპტუალურ გრაფიკული  ფოტონამუშევრები, მინიმალისტური ფერწერები “ნოკონფორმისტული ხელოვნება საბჭოთა კავშირში“.  

იმ დროიდან მოყოლებული ქ. კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ისა და  Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციაშია. 

ამერიკელი არტკრიტიკოსი ჰარი შუოლბი 90-იანების დასაწყისში ქეთიზე წერდა: “თანამედროვე მიწისქვეშა ხელოვნების ცენტრმა რუსეთიდან საქართველოში გადაინაცვლა და მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი, რომელიც ამ ახალ სცენაზე გამოჩნდა, ქეთი კაპანაძეა – პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც ფემინისტურ თემებზე მუშაობს”.

1990 წლიდან 1999 წლამდე ხელოვანი მიწვეული იყო საზღვარგარეთ სამუშაო სტიპენდიებით, რომლის მისაღებად შვეიცარიაში კონკურსზე გააგზავნა თავისი ნამუშევრების ფოტოები: 1992 წელს – შეფფილდში, The Sheffield City Polytechnic-ის მიერ; 1995-96 წლებში ორჯერ იყო ბაზელში, the BAK Swiss Federal Foundation, Berne და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel-ის დაფინანსებით და 1999 წელს – გლაზგოში, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow -მიწვევით; ამ პერიოდში იქ ადგილზე, ახალ ფოტოსერიებზე მუშაობდა. ეს ვიზიტები და მოგზაურობა ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც თავად პროცესი, ასევე ფინანსურადაც.

1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო პირველი ქართული კონცეპტუალური ხელოვნების ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი, კოკა რამიშვილთან და ნიკო ლომაშვილთან ერთად.  

2000 წელს გაემგზავრა გერმანიაში,ჰელმუტ ბაუმანის ფონდის მოწვევით, სამწლიანი სტიპენდიით.

2003-2004 წლებში იგი იყო მიწვეული იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტში, მაინცში, ფერწერის კლასის სტუმარ პროფესორად.

2003 წელს კერერის გამომცემლობამ (Kehrer Verlag) გამოაქვეყნა ქეთი კაპანაძის  პირველი პუბლიკაცია, ხოლო, 2014 წელს - კეტტლერ გამომცემლობამ (Kettler Verlag) გამოსცა მისი მონოგრაფია.

2007-2008 წლებში ხელოვანმა მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში, საფრანგეთი.  2010 წელს კი ის მიიწვია შოპპინგენის მხატვართა ფონდმა, შოპპინგენი, გერმანია.

ქეთი კაპანაძე, როგორც ბევრი სხავა თანამედროვე მულტიმედიური მხატვარი, მუშაობს  სხვდასხვა მასალაში, როგორიცაა ფოტოგრაფია, ობიექტი, ინსტალაცია, ფერწერა, აქცია, პერფორმანსი, ვიდეო...

ქეთი კაპანაძის ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის  მნიშვნელოვან კოლექციებში: ბოხუმის მუზეუმი; შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა და კულტურის სამინისტრო; ევროპის საპატენტო ოფისი, მიუნხენი; ხელოვნების სახელმწიფო გალერეა, გოპინგენი (Göppingen); Moma (Moscow Museum of Modern Art) – მოსკოვი და სხვა.

ხელოვანი სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ გამოფენებში.

პერსონალური გამოფენები: 2021 წელს, თბილისში, Gallery ArtBeat-ში ჩატარდა გამოფენა, სახელწოდებით „ცნობიერი აგენტების პორტალი“. გამოფენაზე წარმოდგენილი ქეთი კაპანაძის ორი ინსტალაცია სპეციალურად Project ArtBeat-ის  სივრცისთვის იყო გაკეთებული.

2019 - ჰარმონიული საწარმო, გიზელა კლემენტ გალერეა, ბონი, გერმანია;

2018 - ატომი, ნადა, ყინულის სტუდია, მაიამი, აშშ; რვა წუთი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, საქართველო; დროშები ჩქარა, გალერეა პროექტი არტბიტი, თბილისი, საქართველო;

2011- სხვა მამა, პარროტტა თანამედროვე ხელოვნების გალერეა, შტუთგარტი, გერმანია და სხვა;

ჯგუფური გამოფენები: 2019 - TAF (Tbilisi Art Fair) 2019-ის ფარგლებში გალერეა Gisela Clement-მა წარმოადგინა ქეთი კაპანაძის ნამუშევარი "Fun".

2018- თორმეტი ქალი დაიკარგა, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თბილისი, საქართველო; ძველი და ახალი შრიფტის ხელოვნება საქართველოდან, კლინგსპორ მუსეუმი ოფგენბახი, გერმანია; ოქსიჯენი, პროპაგანდა-ხელოვნების არქივი თანამედროვე ხელოვნებისათვის, სტამბა, თბილისი; გამოფენა Oxygen Tbilisi No Fair-ის ფარგლებში შესრულებულ ქეთი კაპანაძის ნამუშევარს ერქვა “ატემ“.

2017 -  თამაშის მდგომარეობა, ხელოვნება საქართველოში 1985-99, თბილისის ისტორიის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, საქართველო (კატ.);

2014- გენერაცია 80, ხელოვნების მუნიციპალური გალერეა, თბილისი, საქართველო; სასტუმრო "ორიენტი“-მხატვართა სახლი, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო;

2013- ჯუნგლებში, კუნსტფერაინი მონტესის ოჯახი, ფრანკფურტი, გერმანია და სხვა;

2021 წელს, თბილისში, გალერეა 4710  შედგა ორი სხვადასხვა თაობის ხელოვანის, ქეთი კაპანაძისა და ალექსანდრე ბეგლარიშვილის დუო შოუ, სათაურით „მე და შენ, შენ და მე“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანების ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლის საერთო ხაზი რკინის მასალაა.

ქეთი კაპანაძის ქალიშვილია მხატვარი ანნა კაპანაძე-ეძგვერაძე (ფსევდონიმი ანნა კ.ე./ Anna K.E ). 

წყარო:

1. https://www.marketer.ge/keti-kapanadze/

2. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/kapanadze-keti.html 

3. https://helloblog.ge/story/Keti-Kapanadze

4. https://forbes.ge/daikarga-thormeti-qali/

5. "ხიბლი", ექვსი ქართველი მხატვრის გამოფენა (1999, თბილისი). ირაკლი ვარვარიძე, ქეთი კაპანაძე, კოკა რამიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, მურთაზ შველიძე, კოტე სულაბერიძე : [კატალოგი]. - თბ., 1999.
6. კაპანაძე, ქეთი
. მომავლის სივრცე : [ინტერვიუ] / ქეთი კაპანაძე ; ესაუბრა მიშა ხუნდაძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2010. - დეკემბერი. - N66. - გვ.58.

 


Share: