The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანნა ეძგვერაძე

ანნა ეძგვერაძე
Other name:Anna K. E.  (Pseudonym)
ანნა კ. ე.  (Pseudonym)
Date of birth:1986  (38 years)
Category:Artist

Biography

ანნა ეძგვერაძე (ფსევდონიმი ანნა კ.ე./ Anna K.E ) დაიბადა 1986 წელს, თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. მშობლები - ქეთი კაპანაძე და გია ეძგვერაძე, მხატვრები არიან. ბებია - ლია კაპანაძე, მსახიობია.

ანნა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობდა. საქართველო 2000 წელს დატოვა და ჩავიდა მამასთან, გერმანიაში. იქვე მიიღო პროფესიული სამხატვრო განათლება.  

2002 წლიდან 2004 წლამდე სწავლობდა Staatliche Akademie der Bildenden Künste Stuttgart, პროფ. Alexander Roob-ისთან, 2004-2005 წლებში - დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, პროფ. Hubert Kiecol-ის კლასში. 2010 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი, დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, ხელმძღვანელები პროფ. Georg Herold და Christopher Williams.

ამჟამად, მონაცვლეობით ცხოვრობს დუსელდორფში (გერმანია) და ნიუ-იორკში (აშშ). მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. 2004 წლიდან თავისი პერფორმანს-შოუ გამართული აქვს - გერმანიაში, რუსეთში, ამერიკაში, ჰოლანდიაში, ისრაელში ...

სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: 2018 წელი, Crossing Gibraltar at Midday, ნიუ იორკი, საიმონ სუბალის გალერეა; 2017 წელი, Profound Approach Easy Outcome, ინსტალაცია კედელზე, კურატორი ჰიტომი ივასაკი, ქვინსის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი; 2016 წელი - Intangible Economies of Desires, სომერის გალერეა, თელავივი; Leaving the Rock Stage, Primary, Nottingham; 2015 წელი - Teen Factory, საიმონ სუბალის გალერეა, ნიუ იორკი; თინეიჯერების ფაბრიკა, ბარბარა თუმმის გალერეა, ბერლინი, გერმანია; 2013 წელი- two whores in the same dress, ბარბარა თუმმის გალერეა, ბერლინი, გერმანია; I suppose my doctor is dead, შტატთაშორისი პროექტი, ბრუკლინი, ნიუ იორკი; The car was his and story mine, საიმონ სუბალის გალერეა, ნიუ იორკი; 2012 წელი- He was hit by a car, can he still dance მეინჰეიმერის ხელოვნების ასოციაცია, მეინჰეიმი, გერმანია. 

ანნა კ.ე.-ს შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება. ფორმისა და მასალის მრავალფეროვნება, საგამოფენო სივრცეებზე რეფლექსირება, საგნობრიობაზე ყურადღების გამახვილება და არაცნობიერის ენობრივ წარმონაქმნებზე მუდმივი რეაგირება, მისი შემოქმედების ტიპური მახასიათებლებია — შემოქმედების, რომელსაც კონკრეტული ტერიტორია, ანუ ოდესღაც ასე ღირებული “საკუთარი სტილი” არ გააჩნია.

2015 წელს ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში, ალტერნატიული ხელოვნების დარბაზში სამი ახალგაზრდა ქალის გამოფენა გაიხსნა. მათ შორის თავისი ინსტალაცია წარმოადგინა ანნა ეძგვერაძე -კაპანაძემ. გამოფენას ერქვა "ნო ენთრანს ნო ეგზით". ანნა კეიმ თავის ნამუშევარს, რომელზეც სამი თვე იმუშავა "დაუმთავრებელ ღიმილი" დაარქვა. გამოსახულებით ეს არის კაფელისგან შექმნილი აუზი, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს. ინსტალაცია კედელზე პროექციით ჩნდება. გვერდით ხის ფიგურებია და მასზე დაკეცილი საცურაო კოსტუმები. "დაუმთავრებელი ღიმილი" ბავშვობას, ბებიას და თბილისს უკავშირდება. 

ეს იყო ანნას მეხუთე გამოფენაა ნიუ-იორკში.

2019 წელს,  ანამ საქართველო წარადგინა ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალზე. მხატვარ Anna K.E.-სა და კურატორ მარგო ნორტონის, გალერეა სიმონე სუბალისა და პროჯექთ ართბითის პროექტი - REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…  საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ 10 განაცხადს შორის შეარჩია.

ხელოვანმა პროექტში მთავარ სიმბოლოდ, ადამიანის სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად - წყალი და უძველესი ქართული ასომთავრული ანბანის იეროგლიფები გამოიყენა.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/i-l/k-e-anna.html

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/anna-kay-in-ny/26799881.html 

3. https://forbes.ge/daikarga-thormeti-qali/

4. შავგულიძე ქეთევან (ქეთი). სიმულაცია არის სიმულაცია, არის სიმულაცია. არის სიმულაცია... // Academia / ა.ქუთათელაძის სახელობის თბ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თბილისი, 2020 -2021. N8-9. გვ.203-209  

5. ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს ანნა კ.ე. წარმოადგენს // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2019. 14 მაისი. N94 (8760). გვ. 9


Share: