The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან მინდიაშვილი

ლევან მინდიაშვილი
Date of birth:8 September, 1979  (45 years)
Category:Artist

Biography

მულტიმედია არტისტი ლევან მინდიაშვილი დაიბადა 1979 წლის 8 სექტემბერს, თბილისში. 1997-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

როგორც არტისტი ჩამოყალიბდა გერმანიაში, სადაც მრავალი სხვადასხვა სახის სახელოვნებო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.

საბოლოოდ კი, ლევან მინდიაშვილი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც 2008 წელს ბუენოს-აირესის ხელოვნების ეროვნულ უნივერსტეტში (“IUNA-instituto Universitario National de Arte”) დაიწყო მულტიდისციპლინარული სფეროს შესწავლა (2008-2010).

2010 წელს სწავლა გააგრძელა FundacionTelefonica-ში (ბუენოს-აირესი) - მედია და სატელევიზიო ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ხელოვნებაში. 

ლევან მინდიაშვილის მულტიდისციპლინარული მიდგომა, არა მხოლოდ მის შემოქმედებაში ჩანს, არამედ მის პროფესიულ მრავალფეროვნებაშიც. 2009 - 2012 წლებში ბუენოს-აირესში, მინდიაშვილი გალერეა Laguanacazul - ის კურატორად და აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.

მხატვარი მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში:

2019 -“აქ ყოველთვის ვიღაცასთანაა, ”NARS Foundation, NewYork;

2019 -“შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა, ”TAF 2019, თბილისი;

2018 -“სასწაულის ძიებაში ” NADA Miami;

2017 -“აქ” საქართველოს ეროვნული მუზემი, მესტია;

2017 - “შორის” აბრეშუმის მუზეუმი, თბილისი;

2016 -„უნებლიე არქეოლოგია“, კოლაბორაცია უტა ბექაიასთან, The Lodge Gallery, ნიუ იორკი;

2015 -“უნებური არქეოლოგიის სუიტები“, The Vazquez Building, ნიუ იორკი;

2014 -“საზღვრები“, The Lodge Gallery, ნიუ იორკი;

2013 -“ჩურჩული“ Art Area TV-2.0 Art Gallery, თბილისი, საქართველო;

2012 - „ზეწრებში გახვეული“, გალერეა ვანდა, თბილისი, საქართველო;

2011- Intimidades Mobiles- NES Gallery, ბუენოს აირესი, არგენტინა.

ლევან მინდიაშვილი მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში.

ხელოვანის სამხატვრო ინტერესი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, სადაც 90-იანი წლების ე. წ. გარდამავალმა პერიოდმა თავისი ფატალური კვალი დატოვა ადგილობრივი კულტურის იდენტობაზე. მის მიერ შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის.

ამჟამად ლევან მინდიაშვილი ნიუ იორკში მუშაობს და ცხოვრობს, სადაც მას გალერეა The Lodge Gallery წარმოადგენს.

მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია „გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის“  (ნიუ-იორკი, 2014) და „ახალგაზრდა ხელოვანი“ (ბუენოს-აირესი, 2011).

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/m/mindiashvili-levan.html 

2. https://archive.propaganda.network/ka/artist/biography/56

3. https://burusi.wordpress.com/art/levan-mindiashvili/

4. მინდიაშვილი ლევან. დატვირთული დესკტოპი: ინტერვიუ // ბომონდი. - თბ., 2020. ივლისი. N6. გვ.66-70

დარჩია ქეთი. ლევან მინდიაშვილის არტ ხელოვნება // ბომონდი. თბილისი, 2013. მარტი. N2(58). - გვ.90-93

ბექაია, უტა. დიალოგი - UtaLevan : [უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი თავიანთი შემოქმედების შესახებ] /  ჩაიწერა ნინო ლომაძემ // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2013. - აპრილი. - N89. - გვ.50-55


Share: