The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ვაშაყმაძე

ნიკოლოზ ვაშაყმაძე
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

ნიკოლოზ ვაშაყმაძემ საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც 1993 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე.

სწავლის დასრულების შემდეგ, 2000 წელს, გაემგზავრა გერმანიაში საფუძვლიანი სამედიცინო განათლების მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი გერმანიაში სრულად აღიარებული დღესაც არაა, ნიკოლოზ ვაშაყმაძეს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. ორი გზა არსებობდა, პირველი - საუნივერსიტეტო განათლება და მეორე - სტუმარ ექიმად დარჩენა გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მან პირველი გზა აირჩია და 2003 წელს წარმატებით დაასრულა კიოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში ყოველ შაბათ-კვირას პრაქტიკას გადიოდა გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში. დიპლომის აღების შემდეგ კარდიოქირურგიის მიმართულებით გერმანიის წამყვან კლინიკებში მუშაობდა და ევროპული სერტიფიკატი მოიპოვა.

2003-2005 წწ. მუშაობდა ექიმი კარდიოქირურგის პოზიციაზე ბად კროცინგენის გულის ცენტრში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2005-2008 წწ. იგივე პოსტი დაიკავა ჯერ ბოხუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნორდრაინ-ვესტფალენის გულისა და დიაბეტის ცენტრში (ბადოეინჰაუზენი), 2008-2014 წლებში კი - ოლდენურგის საუნივერსიტეტო კლინიკის სერტიფიცირებული კარდიოქირურგი გახლდათ გულსისხლძარღვთა და თორაკალური ქირურგიის ცენტრში.

უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების, კარდიოქირურგიაში კვალიფიკაციის მოპოვებისა და გერმანიაში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ ნიკოლოზ ვაშაყმაძე საქართველოში დაბრუნდა.

2014 წლიდან ის ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის უფროსის პოზიციას იკავებს. ასევე, ხელმძღვანელობს კარდიოქირურგიის სარეზიდენტო პროგრამას „ევექსი ჰოსპიტლებში“ და არის ქსელის კარდიოლოგია /კარდიოქირურგია /ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი.

ნიკოლოზ ვაშაყმაძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ტრენინგებზე. იგი წლების განმავლობაში კლინიკური საქმიანობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და სს “ევექსი ჰოსპიტლების” კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი.

ემიგრაციაში ხანგრძლივი ყოფნის პერიოდში ნიკოლოზ ვაშაყმაძე მუდმივად ინარჩუნებდა საქართველოსთან კონტაქტს და ცდილობდა თავის წვლილი შეეტანა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში. ის არის გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლითი პროგრამის ინიციატორი და ხელმძღვანელი. 2010 წლიდან მისი თაოსნობითა და გერმანელი მეგობრების ხელშეწყობით მოიძიეს ფინანსები და ოლდენბურგის კლინიკაში საფუძველი ჩაეყარა ქართველი სტუდენტების გაცვლით პროგრამას. უკვე სამოცზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა შეძლო სამთვიანი სტაჟირების გავლა გერმანიაში. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ უფასო ბინითა და კვებით. აღნიშნული პროექტი გრძელდება.

დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრი, „ევექსის“ ქსელის უშუალო მონაწილეობით, განაგრძობს თანამშრომლობას გერმანიისა და ავსტრიის უმსხვილეს ცენტრებთან, როგორიცაა ოლდენბურგის და ბად ოეინჰაუზენის გულის ცენტრი, გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკა. „ევექსის“ ქსელი აქტიურად არის ჩართული სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში. იგეგმება საშუალო და საექიმო პერსონალის სტაჟირება გერმანიის წამყვან კლინიკებში.

წყარო:
1. https://evexhospitals.ge/ka/doctor/nikoloz-vashaymadze/54
2. https://ghn.ge/news/198857 


Share: