The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ ბერო

ზურაბ ბერო
Legal name:ზურაბ ბეროზაშვილი
Date of birth:1982  (42 years)
Category:Artist

Biography

მულტიმედია არტისტი ზურაბ ბეროზაშვილი (ბერო) დაიბადა 1982 წელს, გურჯაანში.

1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმიწფო სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე;

2002-2006 წლებში - ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტსა და პოტსდამის უნივერსიტეტში, გერმანული ლიტერატურისა და ლინგვისტიკის ფაკულტეტზე;

2006 სწავლა განაგრძო ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK, Universität der Künste Berlin) ბაკალავრიატზე, ქანდაკების მიმართულებით; 2007-2009 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენად;

2009 წელს წარმატებით დაამთავრა საბაკალავრო პროგრამა და მიიღეს იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე;

2010 წელს, მასტერის ხარისხის მიღების შემდეგ, აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. მათ შორისაა: „Haus der Künste München“, „Berliner Dom“, „GIZ-Berlin“,  „Symposium Tivoli, Italy“, Symposium Oronsko, Poland, Nord Art და მრავალი სხვ.;

2010 წელს მიენიჭა „Diffring Award 2010“-ის პრიზი;

ასევე, ინტენსიურად მუშაობდა ბერლინში გალერეებთან: Galerie Gerken და Galerie Wedding; 

2012 წელს კვლავ  ჩააბარა ბერლინის ხელოვნების აკადემიაში პოსტგრადუალურ საოსტატო პროგრამაზე - „ხელოვნება კოტექსტში“ (UDK-Berlin, Institut for art in Context). სწავლის პერიოდში იყო ამავე ფაკულტეტის მისაღები გამოცდების კომისიისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი; 

2015 წელს დაასრულა სწავლა. მისი სამაგისტრო თეზისი სათაურით „ფილმის ცენზურა საქართველოში და მისი გავლენა შემოქმედებით პროცესებზე“ გამოიცა წიგნად.

ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

ზურაბ ბერო ბევრ მედიაში მუშაობს – ქანდაკება და რელიეფი, ინსტალაცია და ობიექტი, ვიდეოფილმი და სხვა. მრავალფეროვანია მისი სამუშაო მასალაც: ქვა და რკინა, ხე და თიხა, წებო, ბუმბული. როგორც თავად ამბობს, მთავარია იდეა, რომელიც ზუსტად გკარნახობს, რომელ მასალაში შეასრულო ესა თუ ის ნამუშევარი.

უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტებიდან ავტორი გამოარჩევს ორ მათგანს: “Emigrants” გამოიფინა 2011 წელს, მიუნხენის ხელოვნების სახლში (Haus der Kuenste Muenchen), ერთ-ერთ ჯგუფურ გამოფენაზე. ამ ნამუშევარში ორი დაკიდული ხიდი ერთმანეთს კვეთს, ერთ-ერთ მათგანზე კი ორი ცხოველი დგას. მისი ეს ნამუშევარი არც პრესას გამორჩენია და ორ სხვა არტისტთან ერთად, ორასი ხელოვანიდან სწორედ ზურა ბერო გამოარჩიეს; არტისტისთვის ასევე წარმატებული გამოდგა “სიცოცხლის ხე”, რომელიც “Berliner Dom”-ში  გამოფინა. სკულპტურა მეორე დღესვე გაიყიდა. “სიცოცხლის ხისთვის” მასალად, ავტორმა, “Berliner Dom”-ის სპილენძის მოოქროვილი, გუმბათზე აღმართული ჯვარი და მისი სადგამი გამოიყენა. ჯვრის შიდა კარკასი ასეული წლის განმავლობაში დაჟანგდა და სკულპტურამ გარეგნული იერსახე სრულად შეიცვალა.

ზურაბ ბეროზაშვილს წლის განმავლობაში მრავალი გალერეა იწვევს. ჯგუფურ გამოფენებში და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისთვის.

დროდადრო არტისტი აწყობს ვორკშოპებს ბავშვებისთვის და მათ ქანდაკებაზე მუშაობას ასწავლის.

წყარო: 

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/berozashvili-zurab.html

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/27545960.html

3. ზურა ბერო, ილუსტრატორი : მულტიმედია არტისტი // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. -  N79. - გვ.14


Share: