The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


აზა მანთაშაშვილი

აზა მანთაშაშვილი
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

ფიზიოლოგი აზა მანთაშაშვილი საქართველოში დაიბადა. საშუალო და უმაღლესი სამედიცინო განათლებაც აქვე მიიღო.

უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღებისა და საექიმო ლიცენზირების შემდგომ მუშაობა დაიწყო პრაქტიკოს ექიმად. უცხოური გამოცდილების, ნეირომეცნიერების, მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის სიახლეების გაცნობის საფუძველზე აზა მანთაშაშვილმა შექმნა საკუთარი მეთოდი, რომელიც ეყრდნობოდა სხეულისა და გონების მჭიდრო და ჰარმონიული ერთიანობისა და მთლიანობის პრინციპს.

ტვინის ფიზიოლოგიასა და ფსიქიკას შორის ურთიერთკავშირის შემდგომი შესწავლის მიზნით მედიკოსმა საკუთარი კლინიკის დაფუძნება განიზრახა. ამ გადაწყვეტილების პრაქტიკაში განხორციელების სურვილმა კი იგი ამერიკაში ჩაიყვანა. 2014 წელს მან მუშაობა დაიწყო ნიუ იორკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში - BRAIN WELLNESS CENTER (BWC )- ში, სადაც სპეციალური მოწვევით ჩავიდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აპარატურული მეთოდების შესასწავლად, სამი თვით.

აზა მანთაშაშვილის მიზანი ძალიან ნათელი იყო: ცოდნის დაგროვება, საქართველოში დაბრუნება და საკუთარი კლინიკის დაარსება. მაგრამ ისე მოხდა, რომ სამი თვის შემდეგ მიიღო შემოთავაზება დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა BWC- ში. მან მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება, თუმცა არასოდეს შეუწყვეტია ფიქრი მთავარ გეგმაზე, რომელიც მოგვიანებით წარმატებით განახორციელა.

2016 წელს თბილისში გაიხსნა BWC NY - ის ფილიალი BWC-GEORGIA, რომელიც BRAINWELLNESS მეთოდოლოგიით მუშაობს. ამ მეთოდოლოგიას „HAZA’’ ეწოდება და იგი ნეირომეცნიერების უახლეს ცოდნაზეა დაყრდნობილი. ეს იყო დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. სამომავლოდ განზრახულია ამ მეთოდის უფრო ფართოდ გავრცელება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

უზომოდ საინტერესო სამედიცინო პროცესის მიუხედავად მეცნიერისთვის თანდათან აშკარა ხდებოდა, რომ მხოლოდ ცოდნითა და ქართული საექიმო ლიცენზიით აშშ-ში ლიმიტირებული იქნებოდა და ამიტომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩაებარებინა უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე მენტალური ჯანმრთელობის კანცლერის სპეციალობაზე-MMHC.

ამჟამად მეცნიერი BWC- ში ხელმძღვანელობს ნეიროფსიქოთერაპიისა და ნეიროფითბექის დეპარტამენტს.

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო მან 2021 წელს დააფუძნა საკუთარი მენტალური ველნესს ცენტრი ,,NEW MIND- NEW YOUK ‘’, სადაც, ასევე, ,,HAZA’’ მეთოდოლოგიის ველნეს მიმართულება დაინერგა. ცენტრი უზრუნველყოფს იმ კატეგორიის პაციენტებზე ზრუნვას, რომლებსაც შედარებით მსუბუქი ფსიქოლოგიური სიმპტომები აწუხებთ და მედიკამენტოზური ჩარევა არ ესაჭიროებათ.

2022 წელს აზა მანთაშაშვილმა ჩამოაყალიბა ფონდი ,,MENTAL WELLNESS FOUNDATION ‘’. ფონდი უზრუნველყოფს იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებსაც ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ მკურნალობა ცენტრებში ჩაიტარონ. ფონდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მზარდი და უდიდესი კეთილი ამბიციის მატარებელი.

 წყარო:

https://speech.ge/meditsina/aza-manthashashvili-eqimi-ashsh/


Share: