The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვაჟა ოქიტაშვილი

ვაჟა ოქიტაშვილი
Date of birth:17 July, 1952  (72 years)
Category:Painter

Biography

ვაჟა შოთას ძე ოქიტაშვილი დაიბადა 1952 წლის 17 ივლისს, თბილისში. საშუალო სკოლა 1969 წელს დაამთავრა და სწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა.

ხატვით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. მისი ბიძა - მიხეილ სოლოღაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ, სწორედ მასთან ურთიერთობამ განაპირობა ყმაწვილის გატაცება მხატვრობით.

პროფესიული სამხატვრო განათლება არ მიუღია. სერიოზული ხატვა 40 წლის ასაკში დაიწყო. ამიტომაც მას თვითნასწავლ მხატვარს უწოდებენ.

1987 წელს ვაჟა ოქიტაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს დიზაინერთა კავშირში და მრავალი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ქმნის როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ტილოებს, გატაცებულია პეიზაჟითა და ნატურმორტით.

1992 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. მონაწილეობა მიიღო მრავალი პროექტის განხორციელებაში: პეტრე I-ის ძეგლი მოსკოვში, ქრისტეს მაცხოვრის ტაძრის რეკონსტრუქცია, ალექსანდრე ნეველის "კრისტალური" სამლოცველოს მშენებლობა და სხვ.

2000 წლიდან მუშაობს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. იმავე წელს შეუერთდა რუსეთის მხატვართა შემოქმედებით კავშირს და დაიწყო აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში. 

დაჯილდოებულია რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მიერ ბრინჯაოს (2009), ვერცხლის (2010) და ოქროს (2011) მედლებით ეროვნულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

2011 წლის აპრილში მოსკოვში მისი პირველი სოლო გამოფენა გაიმართა. ამავე წლის ივნისში გახდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 2013 წელს აირჩიეს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილ წევრად და, ასევე, მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის წევრად.

2012 წელს შედგა მხატვრის მეორე სოლო გამოფენა „არაჩვეულებრივი მოგზაურობა ქალაქ სამარაში“, რომელიც მისი დაბადების 60 წლისთავს მიეძღვნა.

ვაჟა ოქიტაშვილის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში - როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ.

2017 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვრის წოდება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

წყარო:
1. https://ru.wikipedia.org/wiki / Окиташвили,_Важа_Шотаевич

2. "ოქროს ფრთის" ლაურეატები = "Gold feather" laureates . - თბილისი : მერიდიანი, 2015. - გვ. 62-64.


Share: