The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ლალიაშვილი

გიორგი ლალიაშვილი
Date of birth:6 August, 1961  (62 years)
Category:Journalist

Biography

გიორგი ლალიაშვილი დაიბადა 1961 წლის 6 აგვისტოს. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი.

1986-1990 წწ. მუშაობდა გურჯაანის კულტურის განყოფილებაში, იყო ამავე რაიონის აღმასკომთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა კლუბის დირექტორი.

რესპუბლიკურ პრესაში იბეჭდება 1980 წლიდან.

1990 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კულტურის განყოფილების ჟურნალისტად. ამ ხნის განმავლობაში დაბეჭდილი აქვს ათასზე მეტი სტატია. გარდა ამ ძირითადი სამსახურისა, მისი წერილები კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე, სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში: ‘წიგნის სამყარო’, „თბილისი“, ახალგაზრდა ივერიელი“, „ბიზნეს-კურიერი“, „მნათობი“, თეატრი და ცხოვრება“, „ხელოვნება“ და სხვა.

მონაწილეობდა ერთჯერადად გამოცემული გაზეთების: „ოთარ ჯიშკარიანი“, „რეზო ინანიშვილი“, „წილკანი“, „სვეტიცხოველი“ (რედ.: თენგიზ მირზაშვილი), „პოსტ სკრიპტუმი“ (თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „საჩუქრისადმი“ მიძღვნილი გაზეთი, 1988 წელი) მომზადებაში.

1998-2000 წწ. მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“ გადაცემა „დედაქალაქის“ ჟურნალისტად. მომზადებული აქვს სამოცამდე სიუჟეტი თბილისის კულტურულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გამოჩენილ წარმომადგენლებზე.  

გიორგი ლალიაშვილი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით (2000).

ამჯამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში. მისი თაოსნობით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართა ქართველი მხატვრების - მამუკა მიქელაძისა (2005) და ზურაბ ნიჟარაძის (2009) პერსონალური გამოფენები.

ლონდონიდან ჟურნალისტი პერიოდულად თანამშრომლობს გაზეთ „24 საათის“ დამატებაში, სადაც აგზავნის რეპორტაჟებს, ასევე, აქვეყნებს ტექსტებს ქართულ პრესაში: „ამარტა“, „თანამემამულე“, „ფოკუსი“, „იბერია“ და სხვა.

ჰყავს მეუღლე და ვაჟი.

წყარო:

"ოქროს ფრთის" ლაურეატები = "Gold feather" laureates . - თბილისი : მერიდიანი, 2015. - გვ. 11-14


Share: