The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიტა დამენია

მარიტა დამენია
Date of birth:24 June, 1983  (41 years)
Category:Painter, Journalist

Biography

მარიტა დამენია დაიბადა 1983 წლის 24 ივნისს, თბილისში. ბავშვობიდანვე იტაცებდა ხელოვნება და სიძველეები.

დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა. სკოლის პერიოდიდანვე საკმაოდ აქტიური იყო, ყველაზე უკეთ წერა და ხატვა გამოსდიოდა, მოგვიანებით მისი ეს უნარები და გატაცებები წარმატებულ პროექტებში გაერთიანდა.

2001 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, მოგვიანებით კი ფილოსოფიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავიდა.

პარალელურად, 2002 წლიდან სწავლა დაიწყო ჟურნალისტთა სკოლაში და იმავე წელს გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტი გახდა, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა.

2008 წელს დააფუძნა ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ბი-ენი“ (ჯორჯიან ბიზნეს ნიუსი), რომელიც ძირითადად ქართულ ბაზარზე მიმდინარე სიახლეებს აშუქებდა.

2009 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „პრაიმტაიმში“ ჟურნალისტად. 2010 წელს „პრაიმტაიმის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი და პროექტების მენეჯერი გახდა.

2011 წელს გოგი სარაჯიშვილთან ერთად განახორციელა მასშტაბური პროექტი - „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“. არქივებში მუშაობის შედეგად მათ მოიძიეს გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული 680-ზე მეტი მინის ნეგატივი, რომელიც გაამჟღავნეს ერმაკოვის ფოტოლაბორატორიაში და 2012 წელს გამოსცეს ფოტოალბომი, თან დართული ტექსტით. პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი გამოფენა.

აღნიშნული პროექტისთვის მარიტა დამენიამ და გოგი სარაჯიშვილმა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი „ოქროს ფრთა“ დაიმსახურეს.

მარიტა დამენია ამჟამად ოჯახთან ერთად ამერკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. დაკავებულია მხატვრობით. მან ნიუ-იორკში დააფუძნა არტპრომოუშენ კომპანია „მედეთარტი“(Madatart), რომელიც აქტურად არის ჩართული ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში.

მარიტა, როგორც კომპანიის არტ კურატორი, მანჰეტენის წამყვან გალერეებში მართავს გამოფენებს. Madatart-მა მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, რამოდენიმე საერთაშორისო არტფეარში. მაგალითად, 2020 წ. აგვისტოში მონაწილეობდა REVEAL ART FAIR-ში,  რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ კურორტზე, Saratoga Spring-ში ჩატარდა. ამ არტფეარში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი გალერეები, როგორიცაა: Haven Gallery, Tagliatella Gallery, Emmanuel Fremin Gallery, Galleria Ca d’Oro, ასევე, წარმოდგენილი იყო ძალიან ცნობილი არტისტების - Jean-Michel Basquiat-ის, Jeff Koons-ის და Jason Matias-ის ნამუშევრები, ხოლო, მედეთარტის კურატორობით არტფეარში მონაწილეობდნენ ეთერი და გოჩა ჭკადუები, მაია ჯიმშელეიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნესტან ჯოლია და ცირა ახობაძე.

2021 წელს მანჰეტენის ცენტრში ცენტრალ პარკის წინ მდებარე Susan Eley Fine Art Gallery- ში გაიმართა საიუბილეო გამოფენა, რომელიც კომპანია Madatart-ის დაფუძნების სამი წლისთავს მიეძღვნა.

წყარო:

1. "ოქროს ფრთის" ლაურეატები = "Gold feather" laureates . - თბილისი : მერიდიანი, 2015. - გვ. 104-105

2. https://jolo.ge/niu-iorkshi-qartveli-mxatvrebis-saiubileo-gamofena/


Share: